1. მუდმივმომქმედი არბიტრაჟი ვალდებულია საარბიტრაჟო პრეტენზია და მასზე დართული მასალები დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მოპასუხეს და განუსაზღვროს ვადა თავის პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენისათვის, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები.

.2 საარბიტრაჟო შესაგებელში მოპასუხემ უნდა მიუთითოს მუდმივმომქმედი არბიტრაჟის სრული დასახელება და აღნიშნოს, ცნობს თუ არა საარბიტრაჟო პრეტენზიას. თუ მოპასუხე საარბიტრაჟო პრეტენზიას ნაწილობრივ ცნობს, შესაგებელში კონკრეტულად უნდა აღინიშნოს, პრეტენდენტის მოთხოვნებიდან რომელს ეთანხმება მოპასუხე და რომელს –არა. მოპასუხეს უფლება აქვს შესაგებელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არბიტრაჟს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და ისარგებლოს ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც ამ რეგლამენტით მინიჭებული აქვს მხარეს.

3. შესაგებელი ხელმოწერილი უნდა იქნეს მხარის ან წარმომადგენლის მიერ.

4. თუ შესაგებელი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ატყობინებს ამის შესახებ მოპასუხეს და აძლევს წინადადებას აღმოფხვრას შესაგებლის რეგლამენტთან შეუსაბამობა ზეპირ მოსმენამდე, ან თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვაზე ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

5. გაფრთხილების მიუხედავად, თუ მოპასუხე ხელს არ მოაწერს შესაგებელს, ან არ წარმოადგენს საარბიტრაჟო განხილვაში მანაწილეობაზე უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილ რწმუნებულებას/მინდობილობას ან სხვა დოკუმენტს, არბიტრაჟი წერილობით განუმარტავს მხარეს/ წარმომადგენელს, რომ საქმის განხილვა გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაგებლისა და მასზე თანდართული დოკუმენტების გათვალისწინების გარეშ