1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

2. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, მუდმივმოქმედი არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება  შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

3. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესები ვრცელდება ასევე მხარისათვის საქმის მასალების, საარბიტრაჟო განჩინების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების და სხვა ნებისმიერი იმ დოკუმენტის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლის ჩაბარებაც მხარისათვის სავალდებულოა ამ რეგლამენტის მიხედვით.

თავი IV. საარბიტრაჟო განხილ