1. უწყება იგზავნება ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება  ჩაჰბარდეს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებულ მუდმივმომქმედ არბიტრაჟის ოფისშიც.

2. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, იმავე ან მუდმივმომქმედი არბიტრაჟისათვის ცნობილ სხვა მისამართზე.

3. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი უწყების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

4. დეპეშით დაბარების შემთხვევაში, უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.

5. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც მუდმივმოქმედ არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდეს. ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება აქტში.

6. უწყებისა თუ ნებისმიერი დოკუმენტის მეორე მხარისათვის გაგზავნას და ჩაბარების დასტურის წარმოდგენა მუდმივმომქმედი არბიტრაჟში შესაბამისი  განჩინების საფუძველზე შეიძლება დაევალოს თავად მხარეს, ამ შემთხვევაში მხარე ვალდებულია ჩაბარების დასტური მუდმივმოქმედ არბიტრაჟში წარმოადგენოს ორი თვის ვადაში.

7. ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ფიზიკური პირისათვის გაგზავნილი უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო ფიზიკური პირის სამუშაო ადგილზე, ასევე იურიდიული პირის ან სხვა გაერთიანებისათვის (ამხანაგობისათვის) გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – იურიდიული პირის ან სხვა გაერთიანების (ამხანაგობის) შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

8. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნება