1. მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება ზეპირი განხილვის ან ცალკეული მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაჰბარების შესახებ აცნობოს მხარეს. უწყებით მუდმივმომქმედი არბიტრაჟი იბარებს აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
2. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ ზეპირ განხილვაზე დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
3. მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს შპს „დაცვა და ბიზნესთან“ არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შესაბამისი თანამშრომელ