1. მხარის ან მუდმივმომქმედი არბიტრაჟის მიერ არბიტრად დანიშნული პირი არბიტრად დანიშვნაზე თანხმობას აცხადებს წერილობითი ფორმით. არბიტრად დანიშვნაზე წერილობით თანხმობასთან ერთად პირი ხელს აწერს დეკლარაციას, რომლითაც ადასტურებს, რომ არ იმყოფება მხარესთან სახელშეკრულებო, სამსახურებრივ, ნათესაურ ან ისეთ დამოკიდებულებაში, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების გამოტანისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. არბიტრად დასანიშნი პირი ასევე ვალდებულია დაადასტუროს, რომ მას წინასაწარ არ გამოუთქვამს თავისი აზრი განსახილველი დავის გადაწყვეტის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

2. „მხარე, რომელიც მუდმივმოქმედ არბიტრაჟს მიმართავს არბიტრის დანიშვნის შესახებ განცხადებით, ვალდებულია ამ განცხადებასთან ერთად მუდმივმოქმედ არბიტრაჟს წარუდგინოს არბიტრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი განცხადება არბიტრად დანიშვნაზე თანხმობის შესახებ, ასევე არბიტრის დეკლარაცია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. არბიტრის დანიშვნის შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს არბიტრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის/მობილურის ნომერი, პროფესია და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ან ნებისმიერი მისამართი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არბიტრთან დაკავშირება.

3. არბიტრი უფლებამოსილია განიხილოს დავა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ. მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ვალდებული არ არის მისცეს განმარტება მხარეებს უფლებამოსილების დადასტურებაზე უარის ან თანხმობის შესახებ. არბიტრის უფლებამოსილება დადასტურებულად ითვლება, თუ მუდმივმომქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე არ მიიღებს განჩინებას  უარის თქმის შესახებ.

4. მუდმივმოქმედ არბიტრაჟს არ აქვს უფლება, დაადასტუროს არბიტრის უფლებამოსილება ამ უკანასკნელის მხრიდან წერილობითი თანხმობისა და ხელმოწერილი დეკლარაციის წარმოდგენამდე, მაგრამ უფლება აქვს უარი თქვას დადასტურებაზე მხარის მიერ არბიტრის კანდიდატურის დასახელებისთანავე.

5. თუ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის ან მხარის მიერ დანიშნული არბიტრი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს განცხადება და დეკლარაცია, არასაპატიო მიზეზით ერთხელ მაინც არ გამოცხადდება საარბიტრაჟო განხილვაზე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე  განუმარტავს, მხარეს, რომ არბიტრის მხრიდან ადგილი აქვს საარბიტრაჟო განხილვის გაჭიანურებას და არბიტრის მოვალეობების უხეშ დარღვევას, რის შემდეგაც, გამოუცხადებლობის გამო, არბიტრი გადაყენებულად ითვლება. არბიტრის გადაყენების დღესვე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განმხილველ ახალ არბიტრს და ავალებს ასეთი ფორმით ჩამოყალიბებულ საარბიტრაჟო კოლეგიას განაგრძოს საქმის განხილვ