1. არბიტრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს.

2. არბიტრად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;

ბ) სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელე;

გ) მსჯავრდებული პირი, რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის.

დ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავი.

ე) პირი, რომელსაც არ გააჩნია მხარეთა მიერ შეთანხმებული პროფესია, ცოდნა ან გამოცდილება.

ვ) პირი, რომლის მიმართაც კონკრეტულ ფაქტებზე მტკიცებულებებზე და გარემოებებზე მითითებით შეიძლება დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმის გარმოებებიდან გამომდინარე მისგან მოსალოდნელი იქნება ერთერთი მხარის გავლენით გადაწყვეტილების გამოტანა.

მუხლი. 10. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი

1. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან ამ შეთანხმების შესაბამისად დადებული სპეციალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი განსახილველ დავას ერთპიროვნულად იხილავს და წყვეტს შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ან მის მიერ დანიშნული ერთი არბიტრი.

2. განსახილველი დავის სირთულის ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს დავის განხილვა სამი არბიტრის მიერ.

3. სამი არბიტრის მიერ დავის განხილვის განჩინებით თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განჩინების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დანიშნონ თითო არბიტრი. თუ მხარეთა მიერ დანიშნული არბიტრები 10 დღიანი ვადის გასვლიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ვერ შეათანხმებენ მესამე არბიტრის – საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის კანდიდატურას, მაშინ მესამე არბიტრს _ საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარეს თავის დადგენილებით ნიშნავს შპს „დაცვა და ბიზნესთან” არსებული მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.

4. თუ საარბიტრაჟო კოლეგიის ფორმირება ვერ მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში, საქმის განმხილველ სამივე არბიტრს ნიშნავს თავმჯდომარე თავისი განჩინებით. ამავე განჩინებით განისაზღვრება საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის ვინაობა