1. დავის განხილვისა და გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო. თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

2. თუ ამ რეგლამენტში არ არის ნორმა, რომელიც არეგულირებს საარბიტრაჟო განხილვის დროს კონკრეტული მოქმედებების შესრულებისას წარმოშობილ ურთიერთობებს, არბიტრაჟი იყენებს რეგლამენტის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობებს; ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საარბიტრაჟო განხილვის საყოველთაოდ აღირებულ საერთაშორისო პრინციპებ