1. უწყება უნდა შეიცავდეს:
ა) მუდმივმომქმედი არბიტრაჟის სრულ სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს;
ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის;
გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ;
დ) მუდმივმომქმედ არბიტრაჟში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;
ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება;
ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს;
ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს მუდმივმომქმედ არბიტრაჟს გამოუცხადებლობის მიზეზები.
2. უწყებასთან ერთად მუდმივმომქმედი არბიტრაჟი მოპასუხეს უგზავნის საარბიტრაჟო პრეტენზიას და თანდართული დოკუმენტების ასლებს. უწყებასთან ერთად მუდმივმოქმედი არბიტრაჟი პრეტენდენტს უგზავნის მოპასუხის წერილობითი განცხადების ასლს, თუ ასეთი განცხადება შემოვიდა სასამართლოში უწყების გაგზავნის დროისათვის. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს უწყების გაგზავნამდე, ასევე მას შემდეგ, რაც უწყება გაგზავნილი