1. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობა მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

2. თუ საქმეში პრეტენდენტი ან მოპასუხე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, უწყება ეგზავნება საარბიტრაჟო პრეტენზიაზე (შესაგებელზე, წერილობით ახსნა-განმარტებაზე და ა.შ.) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვი