თავი VIII — სასამართლო შეტყობინება და დაბარება # # #
1. თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.
2. თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. უწყების ჩაბარება თანამონაწილისათვის 1. თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელ. იცგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის. 2. თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(17)
საქმე №ბს-1247(კს-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
…სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ მუხლის პირველი…
…უწყება ჩაბარდება მას, ხოლო თუ საქმეში მოპასუხე 10-ზე მეტია, უწყება ეგზავნება შესაგებელზე ხელის მომწერ პირველ სამ პირს. აღნიშნული ცხადყოფს იმას, რომ მოპასუხეთა მიმართ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 77-ე, 86-ე, 87-ე, 96-ე, 178-ე, 184-ე მუხლები. 16. საკასაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით 80 765,00 კვ.მ…
…შპს „წ. გ-ა“ და შპს „ს. მ. ფ-ს“ დირექტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, შესაბამისად, მართალია, იგი თავადაც იყო საქმეში მოპასუხედ ჩაბმული, მაგრამ, იმავდროულად, წარმოადგენდა დანარჩენ მოპასუხეებს, სოლიდარულ მოვალეებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას. იგი…
…სასამართლოსათვის. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჭ-ის, თ. ც-ის, მ. გ-სა და სხვათა საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმეში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და არ არსებობს ამ…
…გამოცხადეულ პირს იქნება ეს უშუალოდ მხარე, თუ მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელთაც თავის მხრივ ურთიერთშეტყობინების ვალდებულება გააჩნიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებით ასევე დასაშვებია ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელება, რომელიც შეეხება მოდავე მხარეთაგან ერთ-ერთ ან ორივე მხარეს მხარეთა სიმრავლეს და დადგენი., რომ თუ საქმეში მოსარჩელე,…