თავი IX — მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
1. საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, ჰქონდეს სამოქალაქო საპროცესო უფლებები და მოვალეობები (საპროცესო უფლებაუნარიანობა).
2. ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და შეწყდება მისი გარდაცვალებით.
3. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(35)
საქმე №ბს-1289(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
…შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება იყო საბოლოო და არ საჩივრდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ მხარეს მართებულად განუმარტა დადგენილების გასაჩივრების დაუშვებლობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 80.1 მუხლით განსაზღვრულია საპროცესო უფლებაუნარიანობის ცნება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი აღჭურვილია…
საქმე №ას-1480-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2023
…არ არის ასახული, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც გაუქმება, რა ფორმით უნდა ასახულიყო მესამე პირთათვის, რომლებიც დაცული უნდა ყოფილიყვნენ სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ბრუნვაში. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი და სსსკ-ის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი განამტკიცებს რეგისტრაციის კონსტიტუციურ მნიშვნელობას; 4.6. ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით…
საქმე №ბს-1315(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…თანახმად, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული. საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ სსსკ-ის 80.1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მექანიზმის ამოწურვა. კანონმდებლობა დაინტერესებულ პირებს არ აძლევს სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული…
საქმე №ას-436-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის…
საქმე №ას-436-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
…საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის…
…კოდექსის 91-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 92-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილობრივი საბჭოს ადგილსამყოფლის მიხედვით, ხოლო იმავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-80 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს − პირველი ინსტანციის სასამართლო პენიტენციური დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ…