გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
180210018002560196
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/604-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი ქ. მც----ა

შესავალი ნაწილი

მც----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ბადრი შონია

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

მოსარჩელე - გი------ ჩა-------ი

წარმომადგენელი - და------ აფ–------ი

მოპასუხე - ნა----–- ჩა-------ი

მესამე პირი - ჟუ–---- ჩა-------ი

დავის საგანი - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დადგენილი იქნეს გირგი ჩა-------ის მიერ, მამის ზ---- ჩა-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (მდებარე: მც----ა, გა---------ის ქ. N11) ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი და გი------ ჩა-------ი ცნობილი იქნეს ზ---- ჩა-------ის სამკვიდრო ქონების ½ წილის მესაკუთრედ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მამამისის ზ---- ჩა-------ის საკუთრებაში, 06.04.1992 წლის N2-- ცნობისა და N6- სარეგისტრაციო მოწმობის (არ გამოჩნდა ტექ. ბიუროს არქივში) საფუძველზე იყო სახლმფლობელობა მდებარე: მც----ა, გა---------ის ქ. N11, მიწის ნაკვეთი - 859,02 კვმ, 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 125,1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 66,95 კვ.მ. 1988 წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა ზ---- ჩა-------ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ზემოაღნიშნული სამკვიდრო ქონება, რომელშიც ცხოვრობდა მოსარჩელე ოჯახით და რეგისტრირებული იყო 21.07.19-- წლამდე, ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მოსარჩელემ და მისმა დამ ნა----–- ჩა-------მა. მოპასუხე ნა----–- ჩა-------მა, მიმართა ნოტარიუს თი------ კო------ეს და 09.04.1992 წლის 09 აპრილის N2--- სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გაიფორმა ზ---- ჩა-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება სრულად. მოსარჩელის დედა დ----- ჩა-------ი გარდაიცვალა 25.12.2001 წელს.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ზ---- ჩა-------ს ჰყავდა 5 შვილი, სამი ბიჭი და ორი გოგო. უფროს ძმას მისცა 2000 კვმ მიწის ნაკვეთი, უმცროსი ძმა ადრე გარდაიცვალა, ხოლო თვითონ მას (გი------ ჩა-------ს) მც----ის აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩუქებით გადასცა ქონება (29 კვმ), რომელიც უკანონოდ, როგორც მამის სამკვიდრო, მიიღო მოპასუხე ნა----–- ჩა-------მა (იხ. 01.11.2018წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნა----–- ჩა-------ი, წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელს. მისი განმარტებით, 1992 წელს - მის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, მაშინვე ცნობილი იყო გი------ ჩა-------ისთვის. მან 2006 წელს მიმართა მც----ის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რაზედაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო ეთქვა უარი. ამდენად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, უკანონო და ხანდაზმული, რის გამოც უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 1988 წლის 08 თებერვალს გარდაცვლილი ზ---- ჩა-------ის სახელზე ირიცხება ქონება სახლმფლობელობა უძრავ ქონებაზე, მდებარე: მც----ა, გა---------ის ქ N11, მიწის ნაკვეთი - 859,02 კვმ, 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 125,1 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 66,95 კვ.მ

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი

- შესაგებელი

- მხარეთა-ახსნა-განმარტება

 

3.1.2. გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, მამკვიდრებელი ზ---- ჩა-------ი გარდაიცვალა 1988 წლის 08 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გარდაცვალების მოწმობა N 4----------

 

3.1.2. მოსარჩელე გი------ ჩა-------ი და მოპასუხე ნა----–- ჩა-------ი არიან და-ძმა და 1988 წლის 08 თებერვალს გარდაცვლილი ზ---- ჩა-------ის შვილები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობა

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნოტარიუს თი------ კო------ის მიერ 09.04.1992 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით ნა----–- ჩა-------მა, როგორც მამკვიდრებლის - ზ---- ჩა-------ის შვილმა, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილი წესით მიიღო 1988 წლის 08 თებერვალს გარდაცვლილი ზ---- ჩა-------ის სამკვიდრო ქონება. მდებარე მისამართზე: ქ. მც----ა, გა---------ის ქუჩა N11.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ნოტარიუს თი------ კო------ის მიერ 09.04.1992 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციი N2-----

3.2.2. მც----ის რაიონული სასამართლოს 19-- წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ნა----–- ჩა-------ის და დ----- ჩა-------ის სარჩელი მოპასუხეებს გი------ ჩა-------ის, და------ აფ–------ის, რა---- ჩა-------ის და ც---- ჩა-------ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეები: გი------ ჩა-------ი, და------ აფ–------ი, რა---- ჩა-------ი და ც---- ჩა-------ი ცნობილი იქნენ ფართზე უფლებადაკარგულად ქ. მც----ა, გა---------ის ქ. N11-ში, საცხოვრებელ სახლზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 19-- წლის 3 ივნისის მც----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი

 

3.2.3. 2006 წლის 19 მაისს, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, სარჩელით მიმართა მც----ის რაიონულ სასამართლოს გი------ ჩა-------მა. მც----ის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გი------ ჩა-------ის სარჩელი მოპასუხე ნა----–- ჩა-------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გი------ ჩა-------მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით კი დაკმაყოფილდა გი------ ჩა-------ის განცხადება (სარჩელის გამოხმობის შესახებ), გაუქმდა მოცემულ საქმეზე მც----ის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და გი------ ჩა-------ის სარჩელი ნა----–- ჩა-------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 17.08.2007წ მც----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი

- 27.12.2007 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი

 

3.2.4. მც----ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გი------ ჩა-------ის სარჩელი, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული სარჩელის თანახმად, გი------ ჩა-------ი ითხოვდა ქ. მც----აში, გა---------ის ქუჩა N11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარებას და შესაბამისი ცვლილების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება მც----ის აღმასკომის 1972 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მამამ ზ---- ჩა-------მა მას აჩუქა, ხოლო მისმა დამ უკანონოდ, როგორც მამის სამკვიდრო მიიღო ეს ქონება. ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გი------ ჩა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად დარჩა მც----ის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩნებით გი------ ჩა-------ის საჩივარი (დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო საქაართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით გი------ ჩა-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპლეაციო სასამართლოს 2008 წის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მც----ის რაიონული სასამართლოს 24.06.2008 წლის გადაწყვეტილება

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება

- საქაართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის განჩინება

 

3.2.5. 1988 წლის 8 თებერვალს გარდაცვლილი ზ---- ჩა-------ის სამკვიდრო ქონება, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოსარჩელე გი------ ჩა-------მა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მამკვიდრებლის ზ---- ჩა-------ის სამკვიდრო აქტივის მიღებას კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელე მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით შემოიფარგლა. მოსარჩელის მოწმეებმა შა-–-- ხუ--–---–მა და გა------– ირ---–---–მა კი ვერ დაადასტურეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში გი------ ჩა-------ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ფლობის ან მართვის ფაქტი.

ამასთან მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ზ---- ჩა-------ის გარდაცვალების შემდეგ გი------ ჩა-------ს ქ. მც----ა, გა---------ის ქუჩა N11-ში არ უცხოვრია და მის სამკვდრო ქონებას არ დაუფლებია. უფრო მეტიც, მისივე განმარტებით სახელმწიფომ მას ცალკე საკუთრებაში გადასცა მიწა, სადაც 1984 წელს ააშენეს სახლი და გი------ ჩა-------ის ოჯახი მუდმივად, დღემდე ამ სახლში ცხოვრობს 1984 წლიდან. ამდენად, მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს არცერთ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებიათ იმ გარემოებების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა გი------ ჩა-------ის მიერ, ზ---- ჩა-------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, სამკვიდრო ქონების მართვის ან სამკვდირო ქონებაზე რაიმე სამუშაოების განხორციელების ფაქტს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წელი).

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, 1) სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ; 2) იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ; 3) სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გი------ ჩა-------ი ითხოვს 1988 წლის 8 თებერვალს გარდაცვლილი ზ---- ჩა-------ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობას. ვინაიდან სამკვიდრო ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებამდე გაიხსნა, ამიტომ სადავო საკითხის გადაწყვეტა სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი საქართველოს სსრ-ის სამოქალაქო სამართლის (1964 წლის 26 დეკემბრის, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) კოდექსის მიხედვით უნდა მოხდეს.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, იმისათვის რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედების შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

შესაბამისად, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში სამკვიდროს მისაღებად უნდა მიმართოს ნოტარიუსს ან შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება სავალდებულოა როგორც კანონისმიერი, ისე ანდერძისმიერი მემკვიდრეებისათვის.

 

სამკვიდროს ფლობა ნიშნავს სამკვიდრო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებას, რაც შეიძლება გამოიხატოს სამკვიდრო უძრავი ქონებით სარგებლობაში, ამ ქონებაში ცხოვრების ფაქტით, მისი მოვლა-პატრონობით, მისი გაქირავებით. სამკვიდროს მართვაში იგულისხმება ამ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადების გადახდა, ქონების გაქირავება. ამასთან, ეს მოქმედებები შეიძლება შეასრულოს როგორც უშუალოდ მემკვიდრემ, ისე მისი ოჯახის წევრმა ან მისი დავალებით სხვა პირმა.

 

სამკვიდროს დაუფლებით მემკვიდრეს წარმოეშობა საკუთრების უფლება მიღებულ სამკვიდროზე, შესაბამისად სამკვიდროს მიღება ნიშნავს ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მიუთითებს სამკვიდროთი, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობაზე, სამკვიდრო ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება გააჩნია მის მიმართ.

სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა) (შდრ. სუსგ-ები №ას-281-266-2017, 19.05.2017, №ას-572- 543-2014, 19.03.2015; №ას-555-526-2014, 10.10.2014).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე მის ბატონობას დაადასტურებდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა (რომელიც არის ამავდროულად მისი მეუღლე) პროცესზე განმარტა, რომ სახელმწიფომ მას ცალკე საკუთრებაში გადასცა მიწა, სადაც 1984 წელს ააშენეს სახლი და გი------ ჩა-------ის ოჯახი მუდმივად, დღემდე ამ სახლში ცხოვრობს 1984 წლიდან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს, თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ, ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

მოსარჩელემ მოწმეებად მიუთითა პიროვნებები (შა-–-- ხუ--–---–ი და გა------– ირ---–---–ი), რომლებმაც ასევე ვერ დაადასტურეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში გი------ ჩა-------ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ფლობის ან მართვის ფაქტი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე მხარე ნა----–- ჩა-------ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემას სადავოდ ხდის იმ გარემოების გამოც, რომ მას მემკვიდრეობით გადაეცა ის ქონებაც, რომელიც გი------ ჩა-------ს ჩუქებით გადასცა მამამ ზ---- ჩა-------მა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც გი------ ჩა-------ის სარჩელი, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული სარჩელის თანახმად გი------ ჩა-------ი ითხოვდა ქ. მც----აში, გა---------ის ქუჩა N11-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარებას და შესაბამისი ცვლილების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება მც----ის აღმასკომის 1972 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მამამ ზ---- ჩა-------მა მას აჩუქა, ხოლო მისმა დამ უკანონოდ, როგორც მამის სამკვიდრო მიიღო ეს ქონება.

 

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

6.2. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობას, სასამართლო იზიარება მოპასუხის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემობათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 75-ე მუხლის შესაბამისად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად კი ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ იცოდა 1992-19-- წლიდან, აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ გი------ ჩა-------სა და ნა----–- ჩა-------ს შორის დავა სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს 1992-19-- წლიდან. მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე ასევე უთითებდა მც----ის სასამართლოში 19-- წელს არსებული სარჩელის შესახებ. საქმის მასალებში წარმოდგენილი არის მც----ის რაიონის სასამართლოს 19-- წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე ნა----–- ჩა-------ი და დ----- ჩა-------ი ითხოვდნენ მოპასუხეების გი------ ჩა-------ის, და------ აფ–------ის, რა---- ჩა-------ის და ც---- ჩა-------ის ცნობას უფლებადაკარგულად მათ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო იმის შესახებ, რომ ნა----–- ჩა-------ის სახელზე 1992 წლის 09 აპრილს გაცემული იყო კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. ამდენად, მოსარჩელისათვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 19-- წელს. მოსარჩელემ სარჩელი სამკვდირო მოწმობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოში აღძრა 2006 წელს. მც----ის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გი------ ჩა-------ის სარჩელი მოპასუხე ნა----–- ჩა-------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გი------ ჩა-------მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, კი დაკმაყოფილდა გი------ ჩა-------ის განცხადება (სარჩელის გამოხმობის შესახებ), გაუქმნდა მოცემულ საქმეზე მც----ის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და გი------ ჩა-------ის სარჩელი ნა----–- ჩა-------ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩა განუხილველი. ამის შემდეგ მოსარჩელემ დავა სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით სასამართლოში აღძრა 2018 წელს.

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ ჩა-------ის სარჩელი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გი------ ჩა-------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში - 377,60 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი------ ჩა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მც----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მც----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბადრი შონია