მუხლი 256. გადაწყვეტილება რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
1. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ რა წილი ეკუთვნის თითოეულ მათგანს, ან აღნიშნოს, რომ გადახდევინების უფლება სოლიდარულია.
2. თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითეულმა მოპასუხემ გადაწყვეტილების რა წილი უნდა შეასრულოს, ან აღნიშნოს, რომ მათი პასუხისმგებლობა სოლიდარული
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(54)
საქმე №ბს-86-86(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2018
…გარკვეულ ნაწილზე, რომლით მოსარგებლე პირის დადგენის გარეშე ყველა მესაკუთრის სამართალდამრღვევად მიჩნევა უმართებულოა. საფუძველს მოკლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლზე მითითება, რომელიც ადგენს რამოდენიმე მოსარჩელის ან მოპასუხის არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების წესს.…
…რა ბედი ეწია მეორე მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნას, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ამ მოთხოვნაზე არ უმსჯელიათ; 19.2. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ერთი მოპასუხის მიმართ, ისე, რომ არ მიუთითა მეორე მოპასუხის შესახებ, სსსკ-ის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. 19.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ პირველი მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენა, არ ათავისუფლებდა მეორე მოპასუხეს…
…პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ს. ტ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული მთლიანი თანხის - 1800 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერებაზე, მაგრამ…
საქმე №ას-17-14-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2015
…არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი, ვინაიდან მსგავსი სიტუაციის გადაწყვეტა მოსამართლის დისკრეციულ უფლებადაა დაფიქსირებული. მითითებულ ნორმაში ასახული სასამართლო შესაძლებლობა უნდა შეიცვალეს მის ვალდებულებად. ამ მოსაზრებას განამტკიცებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც კანონმდებელმა ვალდებულება დააკისრა სასამართლოს. შესაბამისად, ორივე ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო,…
…მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება. თავის მხრივ, იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელიც მთლიანად აანაზღაურებს ზიანს, აქვს რეგრესული მოთხოვნის უფლება სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ თითოეულმა…