მუხლი 252. გადაწყვეტილება იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 252-ე მუხლი · სსსკ 252
თავი XXVII — სასამართლო გადაწყვეტილება
იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობით სარეზოლუციო ნაწილში მიუთითოს გადასახდელი თანხის ხასიათზე, აგრეთვე იმაზე, თუ ბანკში მოპასუხის რომელი თანხიდან უნდა ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1439-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება, საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ( სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ (იხ.
საქმე №ას-1360-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება, საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ( სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ (იხ.
საქმე №ას-918-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკში მოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს მასზე დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ( სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ.
მაგალითად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეიძლება საჭირო გახდეს იმის მითითება, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს შეასრულოს მოქმედება მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით ( სსსკ-ის 254-ე მუხლი), ან კიდევ, ბანკშიმოპასუხის რომელი ანგარიშიდან ჩამოიწეროს მასზე დაკისრებული თანხა ( სსსკ-ის 252-ე მუხლი), ან უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნეს გამოყენებული ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ( სსსკ-ის 271-ე მუხლი) და ა.შ.
…სამართალდარღვევის ოქმი ¹002777, აგრეთვე სამმართველოს უფროსის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილება არ შეესაბამება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე, 241-ე, 248-ე, 249-ე, 252-ე, 260-ე, 264-ე, 266-ე, 268-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 252, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-252/