1. თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ.
2. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
…საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 229-ე მუხლი). აღნიშნულ…
საქმე №ას-1583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
…საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის - დაუსწრებელი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 229-ე მუხლი). აღნიშნულ…
…ნაკლის აღმოფხვრისათვის შპს „N.C“-ს შემკვეთმა 19 150 ლარი გადაუხადა, რომელზეც უკვე იმსჯელა საქალაქო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების 19.10.1 ქვეპუნქტი). 19.18 საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებების თაობაზე სსსკ-ის 246-ე მუხლზე „თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე ამ მოთხოვნის მოცულობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი გადაწყვეტილება…
…ზიანის ოდენობის დაანგარიშებისათვის უნდა გამოეყენებინა ხსენებული დასკვნა, შეეფასებინა მასში მოყვანილი რიცხობრივი და ფაქტობრივი მაჩვენებლები, დაედგინა ხანდაზმული და არახანდაზმული მოთხოვნების მოცულობა, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მიღებულიყო წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება და დადგენილიყო, რომ არსებობდა თუ არა…
…საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 2012 წლის 28 თებერვალს მიიღო წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ზ-ის სააპელაციო…