1. თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ.
2. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი – სარჩელი ან შეგებებული სარჩელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(25)
საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
…გადაწყვეტილების ფორმით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის…
საქმე №ას-1583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
…გადაწყვეტილების ფორმით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს არსებითად საქმის გადაწყვეტისას მიღებულ დადგენილების სხვადასხვა სახეებს, როგორებიცაა მაგალითად საბოლოო გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 243-ე მუხლი), ნაწილობრივი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 245-ე მუხლი), წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 246-ე მუხლი), დამატებითი გადაწყვეტილება ( სსსკ-ის 261-ე მუხლი) და განსახილველი საქმის მიზნებისთვის…
…საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ…
…განხილვის შედეგზე. ამასთან შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მართალია, წარდგენილია საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, თუმცა კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში და საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა შეგებებული…
საქმე №ას-97-91-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2015
…მიზეზით, რომ საექსპერტო კვლევისთვის განკუთვნილ ვადაში ა.პ.-ა ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ნიმუშების ასაღებად არ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლით, 245-ე მუხლის პირველი ნაწილით, 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლით. დადგინდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო,…