გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310018002691604 (3/191-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.10.2018 ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე ააიპ ერ---------–------–----------------ა, წარმომადგენელი #--------------ს სა---–-----------------------–ი - ან--–----–--ე
წარმომადგენელი კო---------–---–ია, მი---------------ია, გი------------ია
მოპასუხე # 6------------ის საო-–-----------------------ა, კო--------------------რე მი------------ი
წარმომადგენელი ას----------ია, ნა--------ა
დავის საგანი: საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
67–ე საო-–-----------------------ის თავმჯდომარის მი------------ის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის დადასტურება.
მოსარჩელის მტკიცებით 26.09.2018 წ გაიმართა #--------------ს საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. ამ პროცესში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მოსარჩელემ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეადგინა საჩივრები, თუმცა საო-–-----------------------ის თავმჯდომარემ იმის ნაცვლად, რომ გამოეცა შესაბამისი განკარგულება ან საკითხი გაეტანა კომისიის სხდომაზე 30.09.2018 წ მოსარჩელეს გასცა წერილობითი პასუხი, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი სარჩელის იურიდიული ინტერესია კონკრეტული საო-–-----------------------ის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ინიცირებისთვის საჭირო და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი ფაქტობრივი საფუძვლის - საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის დადასტურება სასამართლოს მიერ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
მოპასუხის მტკიცებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადება საჩივრები არ შეიცავდა რაიმე კონკრეტულ მოთხოვნებს. იგი მხოლოდ აღწერდა და დარღვევად აფიქსირებდა ფაქტებს, რომელიც სინამდვილეში დარღვევას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, კომისია ან მისი თავმჯდომარე ვერ გამოიტანდა განკარგულებას მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა წერილობითი მიმართვით გარკვეული განმარტებების გაკეთება. ამ განმარტებით საო-–-----------------------ის თავმჯდომარეს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 28.10.2018 წ.
08.09.2018 წ რეგისტრაციაში გატარდა ,,ერ---------–------–----------------ის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრ-----–---–-ძე.
#--------------ს საო-–-----------------------აში საარჩევნო სუბიექტის ,,ერ---------–------–----------------ის“ წარმომადგენლად 31.08.2018 წ–დან რეგისტრირებულია ან--–----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #0------- 01.08.2018 წ
–საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კო--------------------რის #9------ 08.09.2018 წ
–საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება #01–053/2018 31.08.2018 წ
3.2. 26.09.2018 წ და 27.09.2018 წ ჩატარდა #--------------ს საო-–-----------------------აში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები.
ამ სხდომების შესახებ ერ---------–------–----------------ის წარმომადგენელმა საუბნო საარჩევნო კომისიაშივე დააფიქსირა პრეტენზიები და წერილობითი საჩივრები შეიტანა საო-–-----------------------აში, რაც დარეგისტრირდა ნომრებით 22, 23, 27, 31, 34, 35, 40, 41, 44, 20, 21, 24, 25, 26, 28, 29, 30, 32, 33, 38.
საჩივარი 22 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ ენმ-ის წევრს არ მისცეს საჩივრის ფორმა უბნის გახსნის დღეს.
საჩივარი 23 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ #72 უბნის გახსნის დღეს ენმ-ის წარმომადგენელს არ მისცეს საჩივრის ფორმა, ადგილზე არ ჰქონდათ.
საჩივარი 27 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ #103 უბანზე კომისიის წევრს ვერ მისცეს განსხვავებული აზრის ასლი, არ ჰქონდათ ქსეროქსი.
საჩივარი 31 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ უბნის გახსნამდე უბანში შიგნით დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირები.
საჩივარი 34 - ითხოვს რეაგირებას, მიუთითებს რომ კომისიის წევრები წინა დღის 18:20 სთ-მდე არ არიან გაფრთხილებული მომდევნო დღის სხდომაზე.
საჩივარი 35 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ #70 უბანზე ბეიჯი არ მისცეს კომისიის წევრს.
საჩივარი 40 - რაიმე მოთხოვნას არ შეიცავს, მითითებულია რომ 26.09.2018 წ #53 უბნის გახსნა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.
საჩივარი 41 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ 26.09.2018 წ დაგეგმილი #94 უბნის სხდომა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.
საჩივარი 44 - მოთხოვნას არ შეიცავს, მითითებულია, რომ #19 უბანზე უბნის გახსნის დღეს უბნისთვის განკუთვნილი ოთახი დაკეტილი იყო და უბნის გახსნა მოხდა გვერდით შენობაში პროფილაქტიკაში.
საჩივარი 20- ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ უბნის გახსნის დღე დაგვიანდა 45 წუთით.
საჩივარი 21- ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ #59 უბანზე 11.00 სთ-ზე დანიშნული სხდომა 11:30 სთ-ზე ჯერ კიდევ არ არის დაწყებული.
საჩივარი 24 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ უბნის გახსნის დღეს 11:00 სთ-ზე დაგეგმილი უბნის გახსნა დაგვიანდა. 26.09.2018 წ 11:45 სთზე უბანი ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი.
საჩივარი 25 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ #38 უბანზე უბნის გახსნა დაგვიანდა მთელი ერთი საათით.
საჩივარი 26 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ #31 უბანზე 1 სთ-ზე დანიშნული სხდომა არ დაწყებულა.
საჩივარი 28 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ #39 უბანზე 13:00 სთზე დანიშნული სხდომა არ არის დაწყებული 14:26 სთ-ზე
საჩივარი 29 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია, რომ #42 უბანი გაიხსნა ერთი საათის დაგვიანებით.
საჩივარი 30 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ #36 უბანზე უბნის გახსნა დაგვიანდა ერთი საათით. ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია.
საჩივარი 32 - ითხოვს რეაგირებას, #48 უბანზე სხდომა საათნახევრის დაგვიანებით დაიწყო
საჩივარი 33 - მოთხოვნას არ შეიცავს, მითითებულია, რომ #47 უბანზე 15:00 საათზე დანიშნული სხდომა არ შედგა.
საჩივარი 38 - ითხოვს რეაგირებას, მითითებულია რომ #54 უბნის გახსნა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.
ამ საჩივრებში დასმულ საკითხებზე საო-–-----------------------ამ საჩივრების ავტორს განუმარტა შემდეგი:
1. საჩივრის ნიმუში განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ყველასთვის და საჭიროების შემთხვევაში მისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს.
2. საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნის დღეს უბნების ქსეროქსით უზრუნველყოფის ვალდებულება საო-–-----------------------ას არ გააჩნდა. რაც შეეხება ასლების გაცემას საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–8 მუხლის მე–14 პუნქტის შესაბამისად საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–8 მუხლის მე–15 პუნქტი განსაზღვრავს ვის აქვს შესაძლებლობა დაესწროს საარჩევნო კომისიის სხდომას. წარმოდგენილი საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ საარჩევნო კომისიის სხდომას არაუფლებამოსილი პირი არ ესწრებოდა.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ინფორმირებული იყვნენ პირველი სხდომების ჩატარების თარიღთან და დროსთან დაკავშირებით. არ შეფერხებულა მათი გამოცხადება უბნებზე, პირიქით, უბნების უმრავლესობაზე მაქსიმალური დასწრება დაფიქსირდა.
5. საუბნო საარჩევნო კომისიებს პირველი სხდომების ჩატარების დღეს გადაეცათ კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობები.
6. #19 საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი შენობა–ნაგებობის მესაკუთრე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე არ იმყოფებოდა შენობაში. შესაბამისად, დანიშნულ დროს ვერ მოხერხდა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სხდომის ჩატარება. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა ხარვეზის აღმოფხვრა. იმავე მისამართზე არსებულ შენობაში შეფერხების გარეშე ჩატარდა პირველი სხდომა. საბოლოოდ, მალევე გამოსწორდა არსებული სიტუაცია და საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია.
7. #--------------ს საო-–-----------------------ის თავმჯდომარის 24.09.2018 წ #1------ განკარგულებით განისაზღვრა საო-–-----------------------აში შემავალ საარჩევნო უბნებში პირველი სხდომების მოწვევის თარიღები. განკარგულებას ერთვის გრაფიკი, რომლითაც განსაზღვრული იყო გასახსნელი საარჩევნო უბნების გეოგრაფიული მდებარეობა და კონკრეტული მიმართულებები. ასევე, საო-–-----------------------ის წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე განისაზღვრა სხდომების ჩატარების საორიენტაციო დრო. საო-–-----------------------ის წევრებს გადაეცათ გრაფიკი, საარჩევნო უბნების ადგილმდებარეობისა და სხდომების საორიენტაციო დროის მითითებით. 26 სექტემბერს პირველი სხდომები ჩატარდა ზუგდიდის თემში შემავალ 65 უბნის ნაცვლად 60 უბანზე, 5 უბანზე სხდომის ჩატარება გადაიდო 27 სექტემბრისთვის. საბოლოო ჯამში 27 სექტემბერს 18 საათისთვის გახსნილი იყო 107 უბანი. სხდომის ჩატარება თითოეულ უბანზე განხორციელდა 10 სთ–დან 18 სთ–ის ჩათვლით, ხოლო საო-–-----------------------ის წევრები საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–8 მუხლის მე–15 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
–#--------------ს საო-–-----------------------ს მიმართვა #7-- 30.09.2018 წ
–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უსაფუძვლოა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე, 22-ე, 77–ე, 78-ე მუხლები, ,,საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 02.03.2012 წ #8/2012 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21–ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით საო-–-----------------------ა ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საო-–-----------------------ის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.
იმავე კოდექსის 22–ე მუხლის 1–ლი პუნქტის ვ1 ქვეპუნქტით საო-–-----------------------ის თავმჯდომარე სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო ,,ი“ ქვეპუნქტით ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი სპეციალური წესებით და პროცედურებით შემჭიდროვებულ ვადებში.
დასახელებული კოდექსის 77–ე მუხლის მიხედვით 1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საო-–-----------------------აში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საო-–-----------------------ის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საო-–-----------------------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.4. საო-–-----------------------ის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 5. ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. 5 2. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს დადგინდეს, რომ საო-–-----------------------ის თავმჯდომარემ არ გამოსცა განკარგულება მოსარჩელის მიერ წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით და შესაბამისი წერილით ისე დატოვა საჩივრები, განუხილველად რომ არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
საყურადღებოა, რომ საჩივრები, რომელზეც საო-–-----------------------ის /მისი ხელმძღვანელის განკარგულებით პასუხის გაცემას ითხოვს მოსარჩელე ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა და აფიქსირებს რომ საჩივარში მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები დაიწყო დაგვიანებით, წევრისთვის შეიქმნა ბეიჯის გადაცემის ან ასლის გადაღების შეფერხება. საქმის განხილვით დადგენილია, რომ ეს დარღვევები აღმოფხვრილია საჩივრის შეტანიდან მოკლე დროში - ზოგჯერ თვითონ საჩივარშია მითითებული რამდენი წუთის დაგვიანებით დაიწყო სხდომა, მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ სკოლის ასლგადამღები გამოიყენეს დოკუმენტაციის ასლის გადაღებისას, არსებობს წერილობითი ინფორმაცია, რომ 27.09.2018 წ ყველა უბანზე პირველი სხდომა ჩატარებულია, რაც ბუნებრივია ცნობილია საო-–-----------------------ის თავმჯდომარისთვის და დამატებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას არ საჭიროებს, მით უფრო იმ პირობებში როცა საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი აუცილებელი პროცედურები მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებშია განსახორციელებელი.
განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია დადგინდეს თავისი შინაარსით რამდენად წარმოადგენს საო-–-----------------------აში დაფიქსირებული საჩივრები საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77–ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრებს. ვინაიდან, აღნიშნული ნორმის 1-ლი ნაწილის დათქმა ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების შესაძლებლობას შესაბამის საარჩევნო კომისიაში, სადაც დარღვევა მოხდა.
ნებისმიერი საჩივარი თავისი არსით გულისხმობს არა მხოლოდ დარღვევის ფიქსაციას, არამედ ამავე დროს დარღვევის გამოსწორებას დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით. სწორედ დარღვევის აღმოფხვრას და გამოსწორებას, ამ გზით საარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვას ემსახურება საარჩევნო დავების საარჩევნო ადმინისტრაციაში თუ სასამართლოში განხილვა.
საარჩევნო ადმინისტრაციის (საუბნო და საო-–-----------------------ების) მიმართ საჩივრების (დავების) კონკრეტული სახეების ჩამონათვალს ვხვდებით საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 78–ე მუხლში. ამასთან, აღნიშნული დავებისთვის არსებობს ????????? ??????????????? ??????????/???????? ???????? ?? ????????? ??????????, ??? ????????????? ??????????? ?????????? ????????? ???????? 2012 ???? 2 ?????? №8/2012 ????????????.
ზოგადად საარჩევნო დავები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ჯგუფად: ა) განცხადებები /საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე, ბ) განცხადებები/საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა), გ) საჩივრები საო-–-----------------------ის გადაწყვეტილებებზე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციის მე–2 მუხლით 1. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადებში, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის /საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 21. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით შესაბამის საარჩევნო დავებზე განსაზღვრულ პირებს.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/სარჩელი/ საჩივარი განუხილველი რჩება. 4. აკრძალულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამავე კოდექსით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 4 1. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.
სასამართლო განმარტავს, რომ საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით განიხილავს ამავე კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ საჩივრებს. სწორედ ამგვარი შინაარსი იკითხება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 21-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტში სადაც პირდაპირ არის ჩანაწერი - ,,ამ კანონით დადგენილი წესით...“ და იგივე უნდა ითქვას 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ1“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს საო-–-----------------------ის თავმჯდომარის მიერ სათანადო საფუძვლების არსებობისას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განკარგულების გამოტანას.
მოსარჩელის მიერ მოპასუხე კომისიაში წარდგენილი საჩივრები რომელიც უბანზე დარღვევას ასახავს არ შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის ან მისი ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებას, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, არ არის გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლით და მასზე საო-–-----------------------ის თავმჯდომარის მიერ წერილობითი განმარტებების გაკეთება არ შეიძლება კანონსაწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ საო-–-----------------------ის თავმჯდომარეს არ აქვს წერილობითი ინფორმაციის მიწოდების უფლებამოსილება და სადავო მიმართვის (წერილის) შედგენით/გაგზავნით მან უფლებამოსილებას გადაამეტა. წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ მან საჩივრების ავტორს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია საჩივარში დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრის და მიზეზების შესახებ, რაც საბოლოოდ ამ განცხადება/საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს, პოზიციას, რომ სადავო მომართვის დაგვიანებით (საჩივრის განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით) გამოცემით მოპასუხე კომისიამ მოსარჩელეს მოუსპო მათი საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაზე საჩივრის/სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა.
N6------------ის საო-–-----------------------ის სადავო მომართვა (#7-- 30.09.2018) ადმინისტრაციული საჩივრებზე წარმოადგენდა N6------------ის საო-–-----------------------ის (კო--------------------რის) უარს ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე, რაც შეიძლება გასაჩივრდეს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო სამართლით და სასამართლო პრაქტიკით ადმინისტრაციული ორგანოს (კონკრეტულ შემთხვევაში საარჩევნო ადმინტრაციის) მიერ მის საჩივარზე კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს (ე.წ. ვირტუალურ უარს“), რაც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით დადგენილი წესით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 77-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 245-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 364-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ერ---------–------–----------------ის წარმომადგენლის ან--–----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟი 100 ლარი.
3. გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში საჩივრდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა