გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 020210119002916561 (2/444-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.06.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს ,,ოლ----------"
წარმომადგენელი ქრ----------------
მოპასუხე შპს ,,სი-------------------–--"
წარმომადგენელი თა-------------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,სი-------------------–--ისთვის" შპს ,,ოლ----------ს" სასარგებლოდ 28857 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულება ტექნიკის ქირავნობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
-გაფრთხილება
-ანგარიშფაქტურები ეა -53 0960794, ეა-53 0974574
3.2. სამუშაოები შესრულდა მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია- ჭალა ჰესის მშენებლობის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
-გაფრთხილება
-ანგარიშფაქტურები ეა -53 0960794, ეა-53 0974574
3.3. მოსარჩელემ შეასრულა სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 28857,15 ლარი.
ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა დამდგარია. თანხა არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი
-გაფრთხილება
-ანგარიშფაქტურები ეა -53 0960794, ეა-53 0974574
სამოტივაციო ნაწილი
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლები
5. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის ასეთი ასეთი ხელშეკრულება არსებობს.
იმავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დასახელებული კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 866 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 245-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,სი-------------------–--ს" შპს ,,ოლ----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 28857 ლარის გადახდა.
3. შპს ,,სი-------------------–--ს" შპს ,,ოლ----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 866 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა