მუხლი 239. სასამართლოს მოქმედება საჩივრის მიღების შემდეგ
თავი XXVI — დაუსწრებელი გადაწყვეტილება # #
1. მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის შეუტყობინებლად.
2. საჩივრის მიღების თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს. სასამართლოს ასეთ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ შეიძლება.
3. თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(23)
საქმე №ას-1047-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 239-ე მუხლი ითვალისწინებს საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. მ.ფ–ნის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, როგორც ვადის დარღვევით…
საქმე №ას-517-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2021
…ღონისძიება არ გაუქმდეს, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს. 44. პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკითხს საჩივრის მიღების შესახებ წყვეტს მხარეთათვის…
საქმე №ას-289-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…თებერვლის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: 10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლის, 373-ე მუხლის პირველი ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის, 237-ე მუხლისა და 239-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის…
…გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა შემდეგ გარემოებათა გამო: 8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 236-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის დაუსწრებელი…
…რომ საცხოვრებელი სახლის ნაჩუქრობის ხელშეკრულების გასაფორმებლად კანონმდებლობით დადგენილი იყო სანოტარო ფორმის დაცვა - ხელშეკრულების დადასტურება. აღნიშნული ნორმების, ასევე სამოქალაქო სამართლის კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 239-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფდა, რომ მხარეთა მიერ სანოტარო ფორმის დაცულობა გულისხმობდა ხელშეკრულების დადასტურებას და…