განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002142441
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5282-18 18 დეკემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მ-----ე თათრიაშვილი
აპელანტი _ იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“
წარმომადგენელი - ლ----------–ია
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ი--------ი“
წარმომადგენელი - ნ-------------–--ლი
დავის საგანი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, თანხის დაბრუნება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“-ის სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“-ის სარჩელი შპს ,,ი--------ის“ მიმართ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ვიანიდან სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადებულა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ ჩათვალა დამტკიცებულად.
2.1. იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-ის წევრები არიან - ა-–---------ე მ----------ო, მ----- მ-----–---–ი, ე----- კ------ე, ი---- ბ----–-–---–ი, მ-----ა მ-----–--ე და მ-----ა ბ---------–ი. ამხანაგობის თავმჯდომარეა - ა-–---------ე მ----------ო.
2.2. 2010 წლის 18 ნოემბერს იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-სა და შპს „ი--------ს“ შორის გაფორმდა პირობადადებული გარიგება №1-------5, რომლის საფუძველზეც იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-ის 2010 წლის 15 ოქტომბრის დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილებით, შპს „ი--------ს“ საკუთრების უფლებით (გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის შეზღუდვით) გადაეცა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 0---------------, იმ პირობით, რომ შპს „ი--------ი“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და ააშენებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. ხოლო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შედეგად, მოპასუხე მოიპოვებდა უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას.
2.3. შპს „ი--------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2012 წლის 19 ნოემბერს შპს „ი--------სა“ და ს------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ინვესტირების შესახებ, რომლის თანახმადაც ს------------მა იკისრა ვალდებულება დაეფინანსებინა პროექტი (მშენებლობა) 270 000 აშშ დოლარით, ხოლო სანაცვლოდ შპს „ი--------ს“ მისთვის საკუთრების უფლებით უნდა გადაეცა 400 კვ.მ. ფართი აშენებულ კორპუსში.
2.4. ს------------ის მიერ ინვესტირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა დადგენილ ვადებში, თუმცა შპს „ი--------მა“, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის თაობაზე. მას არ განუხორციელებია ინვესტორისაგან მიღებული თანხის პროპორციული ღირებულების სამუშაო და მიღებული თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა მშენებლობას.
2.5. შპს „ი--------ს“ აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები. მას არ გააჩნია საკუთარი ფინანსური სახსრები ან/და სხვა რაიმე დაფინანსების წყარო, რომლითაც შეძლებს მშენებლობის გაგრძელებას ან დასრულებას. დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე აშენებულია სულ სამი სართული. მშენებლობა არის მიტოვებული.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2010 წლის 18 ნოემბერს იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-სა და შპს „ი--------ს“ შორის გაფორმდა პირობადადებული გარიგება №1-------5, რომლის საფუძველზეც, იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-ის 2010 წლის 15 ოქტომბრის დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილებით, შპს „ი--------ს“ საკუთრების უფლებით (გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის შეზღუდვით) გადაეცა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 0---------------, იმ პირობით რომ მოპასუხე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და ააშენებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შედეგად, მოპასუხე მოიპოვებდა უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას. მოპასუხეს, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ შეუსრულებია ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. სარჩელის განხილვის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე აშენებულია სულ სამი სართული და მშენებლობა არის მიტოვებული. მოპასუხეს არ გააჩნია არავითარი სახსრები მშენებლობის გაგრძელებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად რესტიტუციის განხორციელებას, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ი--------ისათვის“ საკუთრების უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მდებარე - თბილისი, გ----ი--- ა-–---------ი 2-, დაზუსტებული ფართობი 919.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0---------------, დაბრუნებას.
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება ხელშეკრულების ერთ ერთი მხარის მიერ კონტრაჰენტისათვის ნების გამოვლენით იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაგრძელდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანი არის იმ status quo-ს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა. კერძოდ, ასეთ დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით. გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. რესტიტუციის მოვალემ უნდა დააბრუნოს ზუსტად ეს მიღებული საგანი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც ხელშეკრულების მხარე - რესტიტუციის მოვალე ვერ აბრუნებს ნივთს ნატურით ან აბრუნებს მხოლოდ დაზიანებულ მდგომარეობაში. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელში განმარტავდა, რომ მოპასუხე შპს „ი--------მა“ მასსა და იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-ს შორის 2010 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული პირობადადებული გარიგების საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაზე აწარმოა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, აშენებულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული. ამასთან, სარჩელზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ შპს „ი--------ს“, არაერთ მესამე პირთან, გაფორმებული ჰქონდა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც იგი კისრულობს ვალდებულებას აღნიშნულ მყიდველებს საკუთრების უფლებით გადასცეს მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ა-–---------ის გ----ი--- 2-, კორპუსი 3-, ს/კ 0---------------, არსებულ მშენებარე საცხოვრებელ სახლში კონკრეტული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები. ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, რომლის ნატურით დაბრუნებასაც მოითხოვდა მოსარჩელე, აღარ არსებობდა ხელშეკრულების დადების დროისათვის არსებული მდგომარეობით - უძრავ ქონებაზე დაწყებულია მშენებლობა და ჯერ კიდევ ასაშენებელ მრავალბინიან კორპუსში უკვე გასხვისებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელ ფართებზე საკუთრების უფლება, რის გამოც შეუძლებელია უძრავი ქონების ნატურით დაბრუნება ზუსტად იმ სახით, როგორი სახითაც 2010 წლის 18 ნოემბრის პირობადადებული გარიგების საფუძველზეც გადაეცა მოსარჩელეს. აღნიშნული კი, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამორიცხავს ხელშეკრულების გასვლის შედეგად რესტიტუციის უფლების განხორციელების შესაძლებლობას. ამას გარდა სასამართლომ ასევე შენიშნა, რომ მართალია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებისას საყურადღებოა ხელშეკრულების მეორე მხარის უფლებების დაცვა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ მესამე პირთა უფლებების დაცვა, რომელთაც შეიძლება შეეხოთ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგები.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოსმ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და მოსარჩელე იბა „ა-–--------ის გ----ი--- 2-“-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მართალია დადგენილად ჩათვალა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ეფუძნებოდა სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნია, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შპს ,,ი--------ის“ მხრიდან ამხანაგობის მიმართ წარმოშობილია მხარეთა შორის არსებული რელატიური ურთიერთობის ფარგლებში და ხელშეკრულების მონაწილე მხარეები პასუხისმგებლები არიან მხოლოდ ერთმანეთის წინაშე, ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არ არის გარემოება, რომ შპს ,,ი--------იმ“ დაარღვია ვალდებულება და მოცემული მდგომარეობით, არ გააჩნია არავითარი ფინანსური სახსრები და რაიმე ალტერნატიული დაფინანსების წყარო ვალდებულების შესრულებისათვის, ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება; ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით; ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ უფლებები და მოვალეობები; ამხანაგობის მიერ ყველა ვალდებულება შესრულებულია; შპს ,,ი--------ის“ მიერ ვალდებულებები არ არის შესრულებული და მას არ გააჩნია ვალდებულების შესრულების არავითარი შესაძლებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლები, რა დროსაც იმსჯელა, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო. აპელანტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაზე უარი ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კანონი არ მიიჩნევს სავალდებულოდ მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების ბრალეულ დარღვევას, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლა დასაშვებია ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იმის მიუხედავად, ადგილი აქვს თუ არა ვალდებულების ბრალეულ დარღვევას. გამომდინარე აქედან, კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი წარმოადგენს მხარისათვის ხელშეკრულებიდან გასვლის ზოგად საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 18.11.2010 წელს დადებულია პირობადადებული გარიგება, რომელიც წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას და რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა აეშენებინა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რა ვალდებულებაც მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული დღემდე და ამასთან ერთად, არც მიმდინარეობს რაიმე სახის სამუშაოები, დადგენილია სასამართლოს მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად და თავისთავად ფაქტია, რომ მოცემული სამართლებრივი საფუძვლით დავის წარმოების შემთხვევაში ვალდებულება, რომლის დარღვევაც წარმოადგენს მხარისათვის ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს, უნდა იყოს არსებითი და მნიშნველოვანი და ყველანაი--- ტიპის ვალდებულების დარღვევა არ წარმოადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს. მნიშნველოვან დარღვევად განხილული უნდა იყოს ისეთი ტიპის დარღვევები, რომლებიც რეალურ ნეგატიურ გავლენას ახდენენ იმ შედეგზე, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს უნდა მიეღო ვალდებულების შესრულების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულების არსებითი დარღვევა, ვინაიდან მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების მომენტიდან გასულია ექვსი წელი და ვალდებულება მოპასუხის მიერ ჯერ კიდევ არ არის შესრულებული. დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთზე აშენებულია სულ სამი სართული, მშენებლობა არის მიტოვებული და შპს ,,ი--------ს“ არ გააჩნია არავითარი სახსრები მშენებლობის განხორციელებისათვის, რაც ასევე უდავო გარემოებად არის დადგენილი სასამართლოს მიერ. აპელანტის განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სამართლებრივ ინსტიტუტს, ახასიათებს მისი რეალიზაციის შედეგად სპეციფიური შედეგები. ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს მისი მონაწილე მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის უკან დაბრუნება (ნატურით დაბრუნება). ნატურით დაბრუნება არის ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი, რომელიც დგება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც რეალურად ნატურით დაბრუნება არის შესაძლებელი. ნატურით დაბრუნება გულისხმობს ფაქტობრივად მიღებული შესრულების დაბრუნებას, ზუსტად იმ საგნის, რომელიც ერთმა მხარემ ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო მეორე მხარისაგან. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულების საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ამხანაგობამ გადასცა მოპასუხე მხარეს და რომლის დაბრუნების ვალდებულებაც სახეზეა შპს ,,ი--------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობა ამ ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საკითხი იმის თაობაზე, ადგება თუ არა ამით შპს ,,ი--------ს“ ან რომელიმე მესამე პირს ზიანი, არის თავად ამ სუბიექტების მიერ მოთხოვნის საფუძველი და რაიმე სახის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ არ დამდგარა და თუ არსებობს პოტენციურად მოპასუხისათვის ზიანის დადგომის ფაქტი, ეს არის ამ უკანასკნელის მიერ დავის წარმოების წინაპირობა და არა იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ იბა ..ა-–---------ის გ----. 2-“-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების ურთიერთმიმართება არ იკვეთება, არასაკმარისად არის განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლი და მისი გამოყენების წინაპირობები. ეს გარემოება კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას იბა ,,ა-–---------ის გ----ი--- N--“-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შპს ,,ი--------ის“ მხრიდან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა უნდა მოწესრიგდეს 352-ე და 405-ე მუხლების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი ბლანკეტური ნორმაა და შეიცავს დათქმას 405-ე მუხლის პირობებზე, კერძოდ, ეს ნორმა განსაზღვრავს, რომ, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამდენად, მხარეებს წარმოეშობათ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული შესრულებისა და სარგებლის უკან დაბრუნების
ვალდებულება. პალატა ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების შესრულებას ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულება არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად, თუმცა, აქვე აღსანიშნავი და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულება შეიძლება იმდენად ეწინააღმდეგებოდეს ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს, რომ არაჯეროვანი შესრულება, თავისი არსით და სამართლებრივი შედეგებით, გაუთანაბრდეს ხელშეკრულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, იმისათვის რომ დადგინდეს, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვანი შესრულება, აუცილებელია განისაზღვროს ხელშეკრულებით მხარეებისათვის წარმოშობილი უფლება-მოვალეობები და აღნიშნულ უფლება-მოვალეობათა შესრულების ხარისხი. მიუხედავად იმისა, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, თუ არაჯეროვანი შესრულება კანონმდებლობა მხარეს გარდა პირველადი მოთხოვნისა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), ანიჭებს ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის (გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში - ხელშეკრულების შეწყვეტის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ვინაიდან პაქტა სუნტ სერვანტა - ს პრინციპი პრიორიტეტულია სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ამიტომ კანონი ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის გარკვეულ
წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა იყოს ნამდვილი, მეორე მხარე უნდა
არღვევდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოთხოვნის კრედიტორი კონტრაჰენტს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის გზით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს. ამასთან, ხელშეკრულების შესრულების პრიორიტეტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც მხარემ ხელშეკრულების შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგა, ან, თუ ნათელი და ცალსახაა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების გაძნელება ან შეუძლებლობა. აღნიშნული გარემოებები, ძი---თადად, გრძელვადიანი სამართალურთიერთობებისათვისაა სახასიათო და აღნიშნული ურთიერთობების შეწყვეტის (მოშლის) პატივსადებ მიზეზად მიიჩნევა. თავის მხრივ, პატივსადები მიზეზით სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა შეფასებითი კატეგორიაა, თუმცა, შეფასების მიზნებისათვის ამოსავალ წერტილს თავისუფალი
კონტრაჰირება, სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა, მხარეთა ორმხრივი ინტერესი და ა. შ. მიიჩნევა. თუ ნათელია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის
დროს ერთი მხარის ინტერესი დაუშვებლად ილახება, რომელიც აღნიშნულ მხარეს სამართალურთიერთობის გაგრძელების ინტერესს აკარგვინებს, ასეთ შემთხვევაში, მითითებული გარემოება, გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მიზნებისათვის, რაღა თქმა უნდა, პატივსადებ მიზეზად მიიჩნევა.
პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს ,,ი--------ის“ გამოუცხადებლობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ჩათვალა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-ის წევრები არიან - ა-–---------ე მ----------ო, მ----- მ-----–---–ი, ე----- კ------ე, ი---- ბ----–-–---–ი, მ-----ა მ-----–--ე და მ-----ა ბ---------–ი. ამხანაგობის თავმჯდომარეა - ა-–---------ე მ----------ო. 2010 წლის 18 ნოემბერს იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-სა და შპს „ი--------ს“ შორის გაფორმდა პირობადადებული გარიგება №1-------5, რომლის საფუძველზეც იბა „ა-–---------ის გ----ი--- 2-“-ის 2010 წლის 15 ოქტომბრის დამფუძნებელ წევრთა გადაწყვეტილებით, შპს „ი--------ს“ საკუთრების უფლებით (გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის შეზღუდვით) გადაეცა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 0---------------, იმ პირობით, რომ შპს „ი--------ი“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და ააშენებდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. ხოლო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შედეგად, მოპასუხე მოიპოვებდა უფლებას იმ ბინებზე, რომლებიც არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საკუთრებას. სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ შეუსრულებია ვალდებულება. დღეისათვის აშენებულია მხოლოდ სამი სართული და მშენებლობა მიტოვებულია.
სასამართლომ შეაფასა რა აღნიშნული გარემოებები მოპასუხის გამოუცხდებლობის გამო არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხეს, მოსარჩელისავე განმარტებით, ნაწარმოები აქვს გარკვეული სამუშაოები, ასევე, მას საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შესაბამისად, დადებული აქვს არაერთი ხელშეკრულება მესამე პირებთან. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, შეუძლებელია მოხდეს ხელშეკრულებიდან გასვლა.
სასამართლომ აღნიშნული უარყოფის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმის შესაბამისად, შეუძლებელია რესტიტუციის უფლების განხორციელება ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმა არეგულირებს სწორედ ისეთ შემთხვევას, როდესაც შეუძლებელია ქონების ნატურით დაბრუნება და დაბრუნების ნაცვლად ხდება ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება. ნორმის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას სარჩელი დამტკიცებულად ითვლება. შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ვერ გასცდება სარჩელში მითითებულ გარემოებებს და ვერ მოახდენს სარჩელში მითითებული გარემოებების შეფასებას. შესაბამისად, დაუშვებელია სასამართლოს აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გააჩნია მესამე პირების მიმართ ვალდებულებები, ასეთზე სარჩელში მონაცემების არ არსებობის გამო.
როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოპასუხეს უნდა აეშენებინა საცხოვრებელი ბინები, რისთვისაც მოსარჩელეებმა მას გადასცეს მათი კუთვნილი მიწები. რის გამოც ითხოვენ ამ ხელშეკრულებიდან გასვლას და მიწის უკან დაბრუნებას. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სარჩელის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი დატვირთულია თვითონ მოსარჩელეთა სასარგებლოდ და მითითებული სამი სართულიც აგებულია მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც საერთოდ შეუძლებელია ნივთის უკან დაბრუნება იმის გამო, რომ ნივთი ფიზიკურად აღარ არსებობს ძველი სახით ან დატვირთულია სხვა პირების სასარგებლოდ (აღნიშნულზე მითითებას არ შეიცავს სარჩელი). ასეთ დროს სახეზე უნდა იყოს ნივთის უკან დაუბრუნებლობის ცალსახა მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშრებით მეტად საინტერესოა გერმანული სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულ მითითებული საკითხის კომენტარები, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებიდან გასვლა არ გამოი---ცხება მაშინ, როდესაც (ხელშეკრულებიდან გასვლაზე) უფლებამოსილი პი---სათვის შეუძლებელია მიღებული საგნის უკან დაბრუნება (იხ. იან კროპჰოლერი, გერმანული სამოქალაქო კოდექსი, სასაწავლო კომენტარი, გვ 242). ამასთან, შესრულების უკან დაბრუნების ნაცვლად ღირებულების ანაზღაურება გამოი---ცხება თუ შესრულების უკან დაბრუნება შესაძლებელია, თუ შესაძლებელია ნივთის დახსნა სხვა უფლებებისაგან. (იხილეთ იქვე, გვ 244) . პალატა იზიარებს მსგავს მოსაზრებას და თვლის, რომ მითთბული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა ზემოთ მითითებულ საკითხებზე. ანუ მას უნდა შეეფასებინა ის გარემოება თუ რამდენად შესაძლებელი იყო ნივთის ნატურით დაბრუნება.
შესაბამისად, პალატა თვლის, რომ 352-ე მუხლის მე-2 ნაწილი უზრუნველყოფს ხელშეკრულებიდან გამსვლელ პირს აღიდგინოს ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად ხელშეკრულებადმდე არსებული მდგომარეობა, რათა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მოხდეს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა. შესაბამისად სასამართლოს უნდა გარეკვია, არსებული მდგომარეობით შესაძლებელი იყო თუ არა სადავო ნივთის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, გრძელვადიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების გართულებასთან გვაქვს საქმე, რომელიც, ასევე, თავის მხრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლის პატივსადები მიზეზია, მით უფრო, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ამხანაგობის ხელშეკრულებას ახასიათებს. ამ დროისათვის საქმიანობის ერთობლივი, შეთანხმებული, ორივე მხარის ინტერესის შესაბამისი მართვა, ამავე ურთიერთობის ძი---თადი არსია, შესაბამისად, თუ ამხანაგობის ხელშეკრულების მხარეები საერთო საქმიანობის არსებით პირობებზე ვერ თანხმდებიან, ასეთ ვითარებაში სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება აზრს კარგავს, უფრო მეტიც, ასეთ ვითარებაში მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობებში დატოვება ამავე მხარეთა სამოქალაქო უფლებების შელახვის ხელშემწყობი ფაქტორია.
პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლოს მსჯელობა რესტიტუციაზე უარის თქმის ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან საკითხი იმის თაობაზე, აღსდგება თუ არა ამით შპს ,,ი--------ს“ ან რომელიმე მესამე პირს ზიანი, არის თავად ამ სუბიექტების მიერ მოთხოვნის საფუძველი, რომლის საფუძვლიანობის ან უსაფუძვლობის საკითხის შეფასებას ვერც პირველი ინსტანციის და ვერ სააპელაციო სასამართლო ვერ მოახდენს, მეტიც - ნებისმიერი მესამე პი---, რომელსაც გააჩნია რაიმე სახის მოთხოვნა ან პრეტენზია შესაბამის ქონებაზე, უფლებამოსილია მიმართოს ამ მოთხოვნით სასამართლოს და სასამართლომ უნდა შეაფასოს მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამასთან, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ გაურკვეველია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის II ნაწილზე, როგორც ნატურით დაბრუნების შეუძლებლობის დამდგენ რეგულაციაზე, ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კონკრეტული ქვეპუნქტი, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი დაბრუნება, მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს, მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ შეუფასებია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მეორე ნაწილის კონკრეტულად რომელი წინაპირობის არსებობის გამო ეთქვა უარი იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“-ის სასარჩელო მოთხოვნას დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, ბუნდოვანია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ იკვეთება რა საფუძვლით იხელმძღვანელა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას, მეტიც - გაუგებარია სასამართლოს მითითება მესამე პირების ინტერესებზეც, რომელთაც შპს ,,ი--------მა“ თითქოს გადასცა საკუთრების უფლება, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, სახეზეა მხოლოდ წინარე ხელშეკრულებები, რაც წარმოადგენს არა საკუთრების უფლების გადაცემის საფუძველს, არამედ მომავალში ხელშეკრულების დადების წინაპირობას და მეტიც - მესამე პირებსა და შპს ,,ი--------ს“ შორის არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს სწორედ მათ შორის არსებულ ურთიერთობას იგივე რელატიურ ფარგლებში, რაშიც იმყოფებიან ერთმანეთთან ამხანაგობა და შპს ,,ი--------ი“, რის გამოც, გაურკვეველია, რა საფუძვლით გახდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, რომლის არსებობის ფაქტი და ნამდვილობა დადგენილია სასამართლოს მიერ, ხოლო სამართლებრივ შინაარსს წარმოადგენს შპს ,,ი--------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების არსებობა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც ასევე დადგენილია სასამართლოს მიერ, სამართლებრივ შედეგს კი წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლა, რომლის წინაპირობების არსებობაც დადგენილია, თუმცა დაუდგენელია რესტიტუციის ნაწილში რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლების ერთობლიობით იხელმძღვანელა სასამართლომ. ამდენად, პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ მხრივ არის დაუსაბუთებელი და გადაწყვეტილებაში მოხმობილი მსჯელობა სამართლებრივ ნორმებთან დაკავშირებით შეუსაბამობაშია მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად, აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და იურიდიული თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მეორე ნაწილის ნორმატიული შინაარსის თაობაზე, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მისი გამოყენების წინაპირობების კვლევა და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. ამდენად, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის საკითხი უნდა განიხილოს არსებითად იმ ჭრილში, რომ მოხდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ნორმატიული შინაარსის წინაპირობების კვლევა, თუ რამდენად აკმაყოფილებს საქმის გარემოებები კანონის იმპერატიულ დანაწესს მასზედ, რომ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ თვალსაზრისით უნდა განმარტოს, კონკრეტულად რა საფუძვლების არსებობის ფარგლებში არის შეუძლებელი რესტიტუცია მაშინ, როდესაც ვალდებულების შესრულების დარღვევა სახეზეა და ხანგრძლივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელეს დაკარგული აქვს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ინტერესი, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლო ხსენებული ნორმების სამართლებრივი შეფასების და განმარტების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დავა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. იბა ,,ა-–---------ის გ----. 2-“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო