1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა)
აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ)
ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ)
განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
ა)
ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
ბ)
დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ)
ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;
დ)
მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვად
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. 2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. 3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ა) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ. 4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. 5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1129)
- საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2017 წლის 28 სექტემბერს. სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N882017909422-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება განმცხადებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის გამო მოვალის გაფრთხილების/მისთვის დამატებითი ვადის დაწესების/ შესახებ, დოკუმენტების წარდგენამდე. სააგენტოს 2017 წლის…
- საქმე №ას-1236-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით ვერ შეასრულა. მოსარჩელე წლების განმავლობაში უგულებელყოფდა მოპასუხის სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რის გამოც მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება, სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25…
- საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…ლარი, რაც მოპასუხემ არ გადაიხადა. 42. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც მისი ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი გახდა. 43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 644-ე და 405-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ამდენად, საქმის…
- საქმე №ას-1362-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
…სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლები არ იკვეთება. 21. კერძოდ, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება. კერძოდ, მან გადააცილა, როგორც სამუშაოების შესრულების…
- საქმე №ას-1399-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2025
…აღმოფხვრა მ–იმ საკუთარი ხარჯებით განახორციელა 2022 წლის გაზაფხულზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მენარდე არ აპირებდა საკუთარი სახელშეკრულებო ვლადებულების შესრულებას. ამასთან დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის აუცილებელი სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უტყუარად დასტურდება, რომ შპს,,ი...’’ საკუთარ ვალდებულებას არ აღიარებდა და არც მის შესრულებას აპირებდა.…
- საქმე №ას-1182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-779-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-617-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-847-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №ას-115-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2025
- საქმე №ას-709-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-767-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ბს-660(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
- საქმე №ას-27-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ას-1515-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
- საქმე №ას-1496-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
- საქმე №ას-69-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
- საქმე №ბს-480(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ას-1217-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1146-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1245-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ას-1252-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-44-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-731-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ას-1091-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ას-544-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2024
- საქმე №ას-571-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-1578-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №ას-698-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ას-852-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №ბს-764(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
- საქმე №ას-352-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №ას-623-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-656-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-1210-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-313-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1129-დან.