1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ:
ა
) შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება;
ბ
) მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს;
გ
) მიღებული საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა; სათანადო გამოყენებით გამოწვეული ცვეთა მხედველობაში არ მიიღება.
3. თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სამაგიერო შესრულება, მაშინ ფულადი ანაზღაურება შეიცვლება ამ შესრულებით.
4. ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ:
ა
) საგნის ის ნაკლი, რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა, ამ საგნის გადამუშავების ან გარდაქმნის დროს აღმოჩნდა;
ბ
) საგნის გაფუჭება ან დაღუპვა კრედიტორის ბრალით მოხდა;
გ
) საგანი გაფუჭდა ან დაიღუპა უფლებამოსილ პირთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი ისეთივე მზრუნველობით ექცეოდა მას, როგორც საკუთარ ნივთს; ხოლო ის, რაც დარჩა, უკან უნდა დაბრუნდეს.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(688)
- საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…5.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო მოთხოვნის კანონიერების კვლევისთვის უნდა შეფასებულიყო თ.ვ–ის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 346-ე და 508-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე ყოფილა სადავო ხელშეკრულების გაუქმების მართლზომიერება. უფრო მეტიც, რ.შ–მა…
- საქმე №ას-1362-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
…თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ პირობებში შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლები არ იკვეთება. 21. კერძოდ, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება. კერძოდ, მან გადააცილა, როგორც სამუშაოების…
- საქმე №ას-1182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…მხარეთა შორის წარმოშობილად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ხოლო ამავე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა და რესტიტუცია სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლებს დააფუძნა. 6. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 26.02.2021წ. შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 6.1 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „პირველი მხარე…
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
…ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, დამკვეთს არ აღმოუფხვრია შეჩერების განმაპირობებელი გარემოებები. 80. სააპელაციო პალატამ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე, სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისთვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი…
- საქმე №ას-779-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
…ოდენობის გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესახებ სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეჯერებით, მიიჩნია 15 000 ლარი და დაასკვნა, რომ არ არსებობდა მისი გაზრდის საფუძველი. 8.5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-ე მუხლებით, იმსჯელა და შეაფასა, თუ რა შემთხვევაში წარმოიშობა ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემთხვევაში ორმხრივი რესტიტუციის უფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ…
- საქმე №ას-185-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №ას-1138-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-847-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №ას-115-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2025
- საქმე №ას-709-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-767-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ბს-660(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
- საქმე №ას-27-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-636-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
- საქმე №ას-317-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ას-1363-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
- საქმე №ას-1146-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1245-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ას-1373-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2025
- საქმე №ას-1252-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-731-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
- საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
- საქმე №ას-1091-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ას-1372-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №ას-544-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2024
- საქმე №ას-571-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-698-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
- საქმე №ას-852-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №ას-352-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №ას-406-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №ას-623-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-656-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-1007-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-1476-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
- საქმე №ას-1534-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
- საქმე №ას-443-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-1522-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 688-დან.