თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა. ვადა უნდა იყოს გონივრული. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ქარწყლდება, თუ უარი ვადის გასვლამდე არ იქნება გაცხადებულ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 356. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა
სამოქალაქო კოდექსის 356-ე მუხლი · სკ 356
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-158-2022
…ქირის - 1018,5 ლარის გადახდა, რისი გადახდის ვალდებულება არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, ამიტომ სარჩელი საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 581-ე, 355-ე, 356-ე მუხლები). 1.9. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების 3.1.1 და 3.1.6 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, რისთვისაც ამავე ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო თითოეულ დარღვევაზე ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით.
- საქმე №ას-141-2021
იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს გასაჩივრებულ განჩინებას, იმსჯელოს სსკ-ის 316-ე, 317-ე, 294-ე, 408- 409-ე, 356-ე, 358-ე, 394-ე, 442-ე, 444-ე, 452-ე, 456-ე, 463-ე, 464-ე,
- საქმე №ას-1208-2018
…თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; სსკ-ის 356-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა.
- საქმე №ას-1659-2018
ხოლო ამავე კოდექსის 356–ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა არ არის დადგენილი, მაშინ შეიძლება გამსვლელ პირს ხელშეკრულების მეორე მხარისაგან განესაზღვროს ასეთი ვადა.
- საქმე №ას-780-780-2018
ამასთან, სარჩელითა და თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ დაიცვა სსკ-ის 355-ე მუხლით ხელშეკრულებიდან გასვლისთვის დადგენილი სავალდებულო პირობა, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, რაც შესაძლებლობას მისცემდა მოპასუხეს, განესაზღვრა ხელშეკრულებიდან გასვლის გონივრული ვადა ამავე კოდექსის 356-ე მუხლის შესაბამისად. ასევე სრულიად დაუსაბუთებელი იყო სარჩელი სსკ-ის 405-ე მუხლთან მიმართებით.
- საქმე №ბს-20-20(2კ-08)
- საქმე №ბს-1338-913(3კ-05)
- საქმე №3კ/1103-02
- საქმე №3კ/364-01
- საქმე №330310005022541
- საქმე №330210116001602434
- საქმე №090210017001810060
- საქმე №330210014566482
- საქმე №160210019003232762
- საქმე №330210019003175221
- საქმე №340210019002814810
მეზობელი მუხლები
- მუხლი 349. ცნება
- მუხლი 350. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება
- მუხლი 351. მესამე პირის უარი ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე
- მუხლი 352. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები
- მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო სარგებლის მიუღებლობისას
- მუხლი 354. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილ ვალდებულებათა შესრულება
- მუხლი 357. ხელშეკრულებიდან გასვლა რამდენიმე პირის მიერ
- მუხლი 358. ხელშეკრულებიდან გასვლის დაუშვებლობა
- მუხლი 359. კრედიტორის უარი ხელშეკრულებაზე
- მუხლი 360. შეცდომა მორიგების საფუძვლებში
- მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 356, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-356/