მუხლი 350. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება
1. სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს:
ა ) უფლება მესამე პირმა უნდა შეიძინოს თუ არა;
ბ ) ეს უფლება მას მაშინათვე წარმოეშობა, თუ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას;
გ ) ხელშეკრულების მხარეები უფლებამოსილნი არიან თუ არა, მესამე პირის უფლება გააუქმონ ან შეცვალონ მისი თანხმობის გარეშე.
2. მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული მესამე პირი, მიუხედავად კონტრაჰენტის თანხმობის
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(15)
საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
…და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოს ნაწილში, თავისი ფინანსური ინტერესების ფარგლებში, პირველ რიგში დასახელდა სს „თ.ბ–ი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 350.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს: ა. უფლება…
საქმე №ას-1032-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2022
…და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოს ნაწილში, თავისი ფინანსური ინტერესების ფარგლებში, პირველ რიგში დასახელდა სს „თ.ბ–ი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 350.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნიდან უნდა დადგინდეს: ა. უფლება…
…რომ 2008 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულება წარმოადგენდა მესამე პირების სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას ( სსკ-ის 349-ე მუხლი), რომლის საფუძველზეც სამაჩაბლოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია. სსკ-ის 350-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარე, რომელმაც ხელშეკრულებაში გააკეთა დათქმა მესამე პირის სასარგებლოდ, ინარჩუნებს უფლებას, შეცვალოს ხელშეკრულებაში…
…და მისსავე პასუხად, საწარმომ იკისრა ვალდებულება, მოქალაქისათვის გაეცა მედიკამენტები იმ ღირებულების ფარგლებში, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, მხარეთა შეთანხმებით, სპეციალური დათქმით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში იკისრა მერიამ ( სსკ-ის 350-ე მუხლი). 20. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2012 წლის 5 იანვრის საგარანტიო წერილში მითითებული…
საქმე №ას-28-25-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2015
…საჭირო იყო მოსარჩელის თანხმობა, არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 61-ე, 319-ე, 398-ე, 350-ე, 343-ე, 347-ე მუხლებით და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო…