მუხლი 353. მოვალის ვალდებულება საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო სარგებლის მიუღებლობისას
1. თუ მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების წესების დარღვევის გამო, თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ იგი ვალდებულია კრედიტორს აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი.
2. თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს აუცილებელი დანახარჯები. სხვა დანახარჯები უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ მაშინ, თუ კრედიტორმა მათ საფუძველზე სარგებელი მიიღ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ბს-873(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
…ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. ამავე განაჩენით, ე. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსსკ-ის 236-ე…
საქმე №ბს-108(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2023
…განაჩენი, რომლის თანახმად, გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, 237 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა. საქართველოს უზენაესი…
საქმე №ას-885-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2021
…გადახდას ითხოვენ, როგორც ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საურავს, რომელიც სამი თვის საიჯარო თანხის ეკვივალენტია. 6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მოშლისა და გასვლისათვისაც ჯარიმას ითვალისწინებს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე საჯარიმო თანხის სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო…
საქმე №ას-341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
…გაყიდვის ხარჯების გაღებას, რომელიც მათ შორის შეიძლება დღგ-ს გადასახადსაც ითვალისწინებდეს, თუმცა, ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის შემთხვევაში, ეს ხარჯები მიიჩნევა აუცილებელ დანახარჯებად და მისი ანაზღაურების წესს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი. განსახილველი ნორმის თანახმად, თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და…
…რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის გამოყენება არარელევანტურია, ვინაიდან დასახელებული ნორმა ვრცელდება მიღებულ შესრულებასა და სარგებელზე. ამავე კოდექსის 353.2 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე საგანს უკან აბრუნებს, ანაზღაურებს ფულით ან, თუ 352-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების მიხედვით დაუშვებელია…
მუხლი 45. მოვალის საწინააღდეგო მოსაზრება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ