1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მოვალის ადგილსამყოფლად მიიჩნევა ხელშემკვრელი სახელმწიფო, თუ:
ა) ის დაფუძნებული ან შექმნილია ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მას გააჩნია რეგისტრირებული დაწესებულება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შტაბ-ბინა ამ სახელმწიფოში;
გ) მას გააჩნია ადმინისტრაციული ცენტრი ამ სახელმწიფოში; ან
დ) მისი საქმიანობის ადგილი ამ სახელმწიფოშია.
2. წინა პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული მოვალის საქმიანობის ადგილად, თუ მას გააჩნია რამდენიმე ასეთი ადგილი, მიიჩნევა მისი ძირითადი საქმიანობის ადგილი ან, თუ მას არ გააჩნია საქმიანობის ადგილი, მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელ