1. ამ კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეფოლტის შემთხვევაში მოგირავნეს შეუძლია, თუ დამგირავებელი ნებისმიერ დროს ამაზე თანხმობას გამოხატავს, და ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ 54-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაციის გათვალისწინებით, გამოიყენოს უფლების დაცვის ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე საშუალება:
ა) მფლობელობაში მიიღოს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მისთვის გადაცემული ობიექტი ან დააწესოს მასზე კონტროლი;
ბ) გაყიდოს ან იჯარით გასცეს ნებისმიერი ასეთი ობიექტი;
გ) მიიღოს ნებისმიერი შემოსავალი ან მოგება ნებისმიერი ასეთი ობიექტის მართვის ან გამოყენების შედეგად.
2. მოგირავნეს შეუძლია ალტერნატივის სახით, მოითხოვოს წინა პუნქტში აღნიშნული უფლების დაცვის საშუალებების გამოყენება, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
3. პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში ან მე-13 მუხლში მითითებული უფლების დაცვის საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს კომერციულად გონივრული გზით. უფლების დაცვის საშუალება ითვლება რომ გამოყენებულია კომერციულად გონივრული გზით, თუ მისი გამოყენება ეფუძნება ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების დებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დებულება აშკარად არაგონივრულია.
4. მოგირავნე, რომელსაც პირველი პუნქტის საფუძველზე განზრახული აქვს ობიექტის გაყიდვა ან იჯარით გადაცემა, აღნიშნულის თაობაზე, გონივრული ვადით ადრე, წინასწარ შეტყობინებას უგზავნის:
ა) პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის „i“ და „ii“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დაინტერესებულ პირებს; და
ბ) პირველი მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის „iii“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ობიექტის გაყიდვამდე ან იჯარით გაცემამდე, გონივრული ვადით ადრე შეატყობინეს მოგირავნეს თავისი უფლებების შესახებ.
5. ნებისმიერი თანხა, რომელიც მოგირავნეს მიღებული აქვს პირველ ან მე-2 პუნქტში აღნიშნული უფლების დაცვის საშუალების გამოყენებით, უნდა მიემართოს უზრუნველყოფილი ვალდებულების დასაფარად.
6. თუ თანხა, რომელსაც მოგირავნე იღებს პირველ ან მე-2 პუნქტში აღნიშნული უფლების დაცვის რომელიმე საშუალების გამოყენებით, აჭარბებს უზრუნველყოფილი ვალდებულების ღირებულებას და ნებისმიერ გონივრულ ხარჯს, რომელიც დაკავშირებულია მოგირავნის მიერ ასეთი უფლების დაცვის საშუალების გამოყენებასთან, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მოგირავნე ვალდებულია ნამეტი თანხა რიგითობით გაანაწილოს რიგის მიხედვით შემდგომი რეგისტრირებული ინტერესის მფლობელთა და იმ პირთა შორის, რომლებმაც თავისი უფლებების შესახებ აცნობეს მოგირავნეს, უპირატესობის წესის გათვალისწინებით, ხოლო ნაშთი დაუბრუნოს დამგირავებელ