1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.
2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის შესახებ.
3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.
5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(62)
- საქმე №ას-1011-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2025
…ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და სსსკ-ის 245-ე მულის მე-5 ნაწილის, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 56.…
- საქმე №ას-1134-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
…ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და სსსკ-ის 245-ე მულის მე-5 ნაწილის, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დამატებითი გადაწვყეტილების გაუქმების საფუძველი. 35.…
- საქმე №ას-632-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
…სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. 13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 261-ე და 37-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და არა - სასამართლო ხარჯებს, რასაც სსსკ-ის 261.1.…
- საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
…აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30.09.2019წ., №ას-165-158-2013, 27.01.2014წ.). 32. სსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის…
- საქმე №ას-680-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
…თავისი განჩინებით უნდა დაადგინოს, რომ ზემოხსენებული საფუძვლებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენით (სასამართლო სხდომაზე), რომლის თაობაზეც უნდა ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ( სსკ-ის 261.3 მუხლი), ხოლო, თუ საკითხი ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სასამართლომ თავისი…
- საქმე №ას-123-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2021
- საქმე №ას-1003-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2021
- საქმე №ბს-913(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2021
- საქმე №ას-1368-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
- საქმე №ას-1092-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
- საქმე №ას-1670-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2020
- საქმე №ბს-1117-1111(კ-კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ას-180-180-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.05.2018
- საქმე №ბს-219-219(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2018
- საქმე №ას-907-847-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2018
- საქმე №ას-699-653-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-362-338-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.05.2017
- საქმე №ბს-368-365(კს-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2017
- საქმე №ას-806-773-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2016
- საქმე №ბს-263-261(3კ-კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.11.2016
- საქმე №ას-831-797-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2016
- საქმე №ბს-9-8(2კ-6კს-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2016
- საქმე №ას-419-402-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.07.2016
- საქმე №ას-358-343-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2016
- საქმე №ას-59-57-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2016
- საქმე №ას-93-89-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2016
- საქმე №ას-823-774-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2016
- საქმე №ას-895-845-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
- საქმე №ბს-460-454(კ-კს-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2014
- საქმე №ას-1041-976-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2012
- საქმე №ბს-736-711(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2010
- საქმე №ბს-1068-1039(კს-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2010
- საქმე №ას-953-1156-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2009
- საქმე №ას-42-327-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2008
- საქმე №ბს-1148-1099(კს-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2008
- საქმე №ას-999-1250-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2006
- საქმე №ბს-1079-922-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2005
- საქმე №ას-644-1293-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2004
- საქმე №ბს-337-471-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2004
- საქმე №ას-57-756-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2003
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 62-დან.