განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 200210015001099475
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1669-18 „ 11 “ აპრილი, 2019წ.
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარე - წარმომადგენელი - მ------ ქ----–---–---–-, თ------ ქ----–---–---–- თ-- ჩ--–-------–---–- ნ-----–- ა------ მ--- გ------–---, ნ---- მ-------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თელავის რაიონული სასამართლოს 06.02.2018წ. გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 26.02.201წ. დამატებითი გადაწყვეტილება.
დავის საგანი _ სარჩელში: თანხის დაკისრება, იპოთეკითდატვირთული ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; შეგებებულ სარჩელში: ვალდებულების შესრულება, ურთიერთგაქვითვის გზით სესხისა და ქირავნობის მოთხოვნების შეწყვეტა და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება.
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 5950 აშშ დოლარის დაკისრების და უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი ქირავნობის თანხის დაკისრების და ვალდებულების ურთიერთგაქვითვის შესახებ და გაუქმდეს უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა. - გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ-----–- ა------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე მ------ ქ----–---–---–- მოსარჩელე ნ-----–- ა------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხა 11950 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: N-------------------, მდებარე: ქ------–--------------–-------–--------) რეალიზაცია.
2. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ნ-----–- ა------- სარჩელი მოპასუხე მ------ ქ----–---–---–-ს მიმართ 2014 წლის 06 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს მ------ ქ----–---–---–- და თ------ ქ----–---–---–- უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
4. თავდაპირველი სარჩელით მოპასუხე მ------ ქ----–---–---–- მოსარჩელე ნ-----–- ა------- სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის 400(ოთხასი) ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მოსარჩელე ნ-----–- ა------სა და მოპასუხე მ------ ქ----–---–---–- შორის 2013 წლის 07 თებერვალს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, სესხის თანხა 6000 აშშ დოლარი მ------ ქ----–---–---–-- მიიღო ხელშეკრულების დადებისთანავე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------ ქ----–---–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქ-----–--------------–-------–----------------------------------- ს/კ 5-------------------- 2.2. 2015 წლის 26 იანვარს მოპასუხე მ------ ქ----–---–---–- მოსარჩელემ კვლავ ასესხა 6000 აშშ დოლარი, მაგრამ ნოტარიუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მიუთითეს 5950 აშშ დოლარი, რასაც გამოკლებული აქვს სანოტარო ხარჯები. სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვრეს ერთი წელი. სესხის ხელშეკრულების თანახმად ,,მხარეთა განცხადებით გამსესხებელმა მსესხებლს სესხი სრულად გადასცა, ხოლო მსესხებელმა მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. მხარეთა განცხადებით სესხს სარგებელი ყოველთვიური პროცენტი არ დაერიცხება. მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სესხი დაუბრუნოს ერთი წლის ვადაში 26.01.2016წ. ჩათვლით ვადაში, სრულად; სესხის თანხას სარგებელი არ დაერიცხება. სესხის თანხაა 5950.0 აშშ დოლარი, რაც დღეისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით შეადგენს 11861.33 ლარს. 1აშშ დოლარი = 1.9935 ლარი.“ 2.3. 2014 წლის 6 თებერვალს მოპასუხე მ------ ქ----–---–---–-ა და თ------ ქ----–---–---–- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურში ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შედეგად ნ-----–- ა------- სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადაო ბინა აღირიცხა თ------ ქ----–---–---–-ს სახელზე. 2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მართალია ნ-----–- ა------ პერიოდულად ცხოვრობდა მის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მ------ ქ----–---–---–-ს სახელზე და შემდეგ თ------ ქ----–---–---–-ს სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, მაგრამ ნ-----–- ა------სა და მ------ ქ----–---–---–- შორის არც წერილობითი და არც ზეპირი ხელშეკრულება არ დადებულა ბინის ქირავნობის შესახებ და მოსარჩელე ნ-----–- ა------ ამ ბინაში თვით მოპასუხე მ------ ქ----–---–---–-ს ნებართვით ცხოვრობდა ყოველგვარი საზღაურის გარეშე. სასამართლო ვერ გაიზიარებს თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე მხარის მოსაზრებას რომ მ------ ქ----–---–---–-ა და თ------ ქ----–---–---–- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია, რადგან ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს თავდაპირველ სარჩელში მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ მხარეთა შორის მხოლოდ ერთი, ისიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იყო დადებული, ხოლო მეორე სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს სესხზე პირობების შეცვლით გააფორმებულ სესხის ხელშეკრულებას რაც სანოტარო წესით არის დამოწმებული, ვინაიდან მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რითაც დაადასტურებდა მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებებს. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ------ ქ----–---–---–-, როგორც შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხე ნ-----–- ა------ს მან მიაქირავა 300 ლარად თავისი საცხოვრებელი ბინა. მ------ ქ----–---–---–-ს მიერ წარმოდგენილ საქმეში არსებულ აქტს, იმის თაობაზე, რომ ნ-----–- ა-------- ბინა ჰქონდა ნაქირავები მ------ ქ----–---–---–------, ხოლო შემდეგ თ------ ქ----–---–---–------, სასამართლო ვერ ჩათვლის კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებას, რადგან აღნიშნული აქტი და მისი შინაარსი არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაცვით მიღებულ განმარტებად. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 07 თებერვალს მ------ ქ----–---–---–-ა და ნ-----–- ა------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის თანხა შეადგენდა 6000 აშშ დოლარს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------ ქ----–---–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქ-----–--------------–-------–------------------------------- კვ.მ.ს/კ 5------------------- სესხის თანხა არ დაუბრუნებია მ------ ქ----–---–---–-. ასევე არ შეუსრულებია მ------ ქ----–---–---–- 2015 წლის 26 იანვარს დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მას მოსარჩელე ნ-----–- ა------- მიმართ გააჩნია 5950 აშშ დოლარის დავალიანება. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის 1-ი ნაწილის მიხედვით: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის 2-ი ნაწილი ადგენს: თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამავე კოდექსის 54-ე მუხლით: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. დადგენილია, რომ თავდაპირველ სარჩელში მოპასუხეებმა ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად დადეს ეს გარიგება, რის გამოც მოსარჩელე ნ-----–- ა------- მოთხოვნა მ------ ქ----–---–---–-ა და თ------ ქ----–---–---–- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში იპოთეკით რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, მოცემულ შემთხვევაში თ------ ქ----–---–---–--- უცველელად გადავიდა იპოთეკით რეგისტრირებული მონაცემები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მ------ ქ----–---–---–- კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამიტომ სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას, ფულადი ვალდებულების შესრულება მოხდეს იპოთეკით დატვირთული თ------ ქ----–---–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მ------ ქ----–---–---–-ა და მოპასუხე ნ-----–- ა------ს შორის არ იყო დადებული არც ზეპირი და არც წერილობითი ქირავნობის ხელშეკრულება, ნ-----–- ა------ ყოველგვარი ფულადი ვალდებულებების გარეშე ცხოვრობდა პერიოდულად მ------ ქ----–---–---–-ს ნებართვით ჯერ მ------ ქ----–---–---–---, ხოლო შემდეგ თ------ ქ----–---–---–-ს სახელზე რეგისტრირებულ ბინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, მითუმეტეს რომ თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებითაც კი გამოირიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ------ ქ----–---–---–-ა და ნ-----–- ა------ს შორის არ იყო შეთანხმება ბინით სარგებლობის შესახებ. არასწორია მსჯელობა მასზედ, რომ ნ-----–- ა------ უძრავი ნივთით სარგებლობდა მხოლოდ პერიოდულად, იმისთვის, რომ ჩასულიყო თ--–--–- და მოეთხოვა კუთვნილი თანხა. ნ-----–- ა------ მუდმივად ცხოვრობდა ბინაში და მიუთითა კიდეც საკონტატო მისამართად აღნიშნული ბინის მისამართი. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს მეზობლების მიერ შედგენილი აქტი და ნ-----–- ა------- განმარტება. ბინა 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტის შუა რიცხვამდე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე დაკავებული ჰქონდა ნ-----–- ა------ს. მან ბინა იქირავა ქორწინების მიზნით და ცხოვრობდა მეგობარ მამაკაცთან ერთად. მოსარჩელემ ბინა გაათავისუფლა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ, აპელანტის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე და გასაღები მესაკუთრეს გადასცა 18.03.2016წ.. მხარე უარყოფდა ბინით სარგებლობის ფაქტს, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორმა იშუამდგომლა მოწმეების დაკითხვა. ახნსა-განმარტების პროცესში მხარემ აღიარა გარემოება ბინით სარგებლობასთან დაკავშირებით, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორმა უარი თქვა მოწმეების გამოკითხვაზე. სასამართლომ უგულვებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნა და მხარის აღიარება არ მიიჩნია საკმარისად. ამასთან, მიუთითა, რომ მეზობლების მიერ შედგენილი აქტი არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით. 3.2. 07.02.2013წ. მ------ ქ----–---–---–-ა და ნ-----–- ა------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. სესხის ძირი თანხა შეადგენდა 4000 აშშ დოლარს, ხოლო საერთო საპროცენტო სარგებელი - 2000 აშშ დოლარს. საპროცენტო სარგებლის წინასწარ გაიწერა სესხის ხელშეკრულებაში, ხოლო ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ სესხი იყო სარგებლის გარეშე. აპელანტმა პარალელურად ნ-----–- ა----------- დადო ზეპირი შეთანხმება, რომ იპოთეკით დატვირთული ბინის სარგებელი ყოველთვიურად შეადგენდა 300 ლარს და რა პერიოდიც ექნებოდა მას ბინა დაკავებული, იმ პერიოდზე მოხდებოდა ქირის თანხით პროცენტის გაქვითვა. 09.08.2014წ. ხელწერილით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა ერთი წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგაც რომ ვერ მოახერხა მსესხებელმა ვალის დაბრუნება, იგი მოსარჩელეს შეუთანხმდა, რომ გაასხვისებდა ბინას და დაუბრუნებდა მის კუთვნილ 4000 აშშ დოლარს. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 26.01.2015წ., რომლის ვადის ამოწურვამდე ნ-----–- ა------მ მოითხოვა თანხის დაბრუნება და პირველადი ხელშეკრულების საფუძველზე ნივთის რეალიზაცია, რაც თავიდანვე ჰქონია განზრახული. სესხი რომ უზრუნველყოფის გარეშე იყო გაცემული და ნ-----–- ა------ სარგებლობს იმით, რომ პირველადი ხელშეკრულების შედეგად რეგისტრირებული იპოთეკა არ არის გაუქმებული, ცალსახად დასტურდება როგორც სესხის ხელშეკრულებით, ასევე 09.08.2014წ. ხელწერილით და შემდეგ უკვე 26.01.2015წ. ახალი ხელშეკრულებით. ეს იყო ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებები, რასაც ხელახალი სესხის გაცემა პრაქტკიულად არ მოყოლია. პირველი სესხი აპელანტმა ვერ დააბრუნა მძიმე მატერიალური სიდუხჭირის გამო და ასეთ პირობებში კრედიტორი მას იგივე რაოდენობის თანხას არ მისცემდა. სასამართლომ აღნიშნული გარემოებები შეაფასა ცალ-ცალკე სესხად და მოპასუხეს უსაფუძვლოდ დააკისრა ორმაგი თანხების გადახდა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამავე კოდექსის 319-ე მუხლით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით. 3.3. მოპასუხეს დაამტებითი გადაწყვეტილებით დაეკისრა მოსარჩელის მიერ შეცვლილი ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის გადახდა 600 ლარის ოდენობით. ამასთან, ძირითადი გადაწყვეტილებით მხარეს ასევე აქვს დაკისრებული აქვს პირველი ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი 400 ლარი. აპელანტის განმარტებით, მხარეს აღნიშნული საკითხი სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია, ამასთან, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის შეცვლისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. მოსარჩელემ სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შუამდგომლობა წარუდგინა ვადის დარღვევით, რაზეც სასამართლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა არ შეატყობინა დაინეტრესებულ მხარეს აღნიშნულის შესახებ. შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. 07.02.2013წ. ნ-----–- ა------ს და მ------ ქ----–---–---–- შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ------ ქ----–---–---–-- ნ-----–- ა-------გან ისესხა 6000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------ ქ----–---–---–-ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქ-----–--------------–-------–------------------------------ კვ.მ. ს/კ 5------------------ (ტ.1,ს.ფ.16). იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში (ტ.1,ს.ფ.21,22). 07.02.2013წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტი გათვალისწინებულია არ ყოფილა. 4.2. 26.01.2015წ. ნ-----–- ა------ს და მ------ ქ----–---–---–- შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მ------ ქ----–---–---–-- ნ-----–- ა-------გან ისესხა 5950 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხს ყოველთვიური სარგებელი არ დაერიცხებოდა. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთი წლის ვადაში, 26.01.2016წ. ჩათვლით, სრულად (ტ.1, ს.ფ. 17-20). 4.3. 06.02.2014წ. მ------ ქ----–---–---–-ა და თ------ ქ----–---–---–- შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----–- ა------- სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადაო ბინა აღირიცხა საჯარო რეესტრში თ------ ქ----–---–---–-ს სახელზე (ტ.1, ს.ფ. 23,24). 4.4. სარჩელისაგან თავის დასაცავად მ------ ქ----–---–---–- მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან მან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა 07.02.2013წ., ხოლო 26.01.2015წ. გაფორმდა არა ახალი ხელშეკრულება, არამედ განახლდა სახელშეკრულებო პირობები იმავე თანხაზე. აღნიშნულის დასტურად მსესხებელი მიუთითებს 09.08.2014წ. შედგენილ ხელწერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ------ ქ----–---–---–-- ნ-----–- ა-------გან ვალად აიღო 5944 დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 09.08.2015წ. (ტ.1, ს.ფ. 84). მსესხებელი ასევე მიუთითებს, რომ მას სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარზე მეტი, რასაც მოსარჩელე არ აღიარებს (ტ.1, ს.ფ. 71). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015; სუსგ №1425-1345-2017, 30.04.2018წ.). პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა, 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი, 4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა რა წერილობითი ფორმით შედგენილი სესხის ხელშეკრულებები, დაადასტურა აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ რეალურად მხარეთა შორის გაფორმებული იყო მხოლოდ ერთი, 2013 წლის ხელშეკრულება და 26.01.2015წ. ხელშეკრულებით განახლდა 2013 წელს გაცემული სესხის სახელშეკრულებო პირობები, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთ მტკიცებულებად ვერ განიხილება 09.08.2014წ. შედგენილი ხელწერილი, რომელითაც მსესხებელი იღებს ვალდებულებას, ნასესხები 5944 აშშ დოლარი კრედიტორს დაუბრუნოს 09.08.2015წ. (ტ.1,ს.ფ.84). მოპასუხის განმარტებების საპასუხოდ მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ 07.02.2013წ. გაცემული სესხი ვერ დაუბრუნა ერთი წლის ვადაში, სთხოვა ვადის გაზრდა 2014 წლის ზაფხულამდე, შემდეგ კი კრედიტორს განუცხადა, რომ ჰქონდა უარესი პრობლემა და სთხოვა ფულის სესხება, რასაც დაუბრუნებდა ბინის გაყიდვის შედეგად. ხელწერილი მოპასუხემ დაწერა თანხის გადაცემის დროს და მოსარჩელის განმარტებით, ეს არ ყოფილა პირველი სესხის გაგრძელება ან/და ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მას გააუქმებდენ, ან პირობების შეცვლას კვლავ საჯარო რეესტრში მოახდენდნენ (ტ.1, ს.ფ. 103). პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს დაარღვევდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხესთან სარჩელით მოთხოვნილი ოდენობაზე სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. 4.5. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მსესხებელ მ------ ქ----–---–---–-ს მიერ სესხის თანხის გადახდის ფაქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (წინამდებარე დავაში მოსარჩელეს), შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც მსესხებლის მიერ თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატას მიაჩნია, რომ მსესხებელი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სესხის თანხის გადახდის თაობაზე. 4.6. შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს ნ-----–- ა------ს დაეკისროს 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის 07 თებერვლამდე ქირავნობის თანხა ყოველთვიურად 300 ლარი, ხოლო 36 თვის ჯამში 10.800 ლარის ოდენობით, სესხის და ქირავნობის მოთხოვნები შეწყდეს ურთიერთგაქვითვის გზით და შესაბამისად გაუქმდეს სადავო უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: 5------------------) რეგისტრირებული იპოთეკა. მოპასუხის განმარტებით, მართალია, იგი გარკვეული პერიოდულობით სარგებლობდა უძრავი ნივთით, თუმცა მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ყოფილა. მოპასუხის მითითებით, იგი ძირითადად არის საზღვარგარეთ, სადაც მუშაობს და ფულს აგროვებდა საცხოვრებელი ბინის შესაძენად. მოსარჩელემ თვითონ შესთავაზა რომ როცა ჩამოვიდოდა მის ბინაში დარჩენილიყო, რადგან დაკეტილი ჰქონდა. ეს შეთავაზება იყო 2015 წლის იანვარში, როცა გააფორმეს ნოტარიალურად მეორე სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო და მოსარჩელემ ამიტომაც შესთავაზა ეს წინადადება (ტ.1, ს.ფ. 103). სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სასყიდლიანი ქირავნობის ხელშეკრულება ბინით სარგებლობის სანაცვლოდ ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის თაობაზე, ეკისრება შეგებებული სარჩელის ავტორს, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასეთ მტკიცებულებად შეფასებული ვერ იქნება შეგეგებულ სარჩელზე დართული აქტი, რომელშიც ქ. თ--–--–------–-------–----------–- მცხოვრები პირები მიუთითებენ ნ-----–- ა------- მიერ სადავო ბინის ფლობაზე (ტ.1, ს.ფ. 83). შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში გაზიარებული ვერ იქნება შეგებებული სარჩელის ავტორის მსჯელობა მასზედ, რომ მხარეები შეთანხმდნენ 300 ლარის ოდენობით ქირაზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იყო, ვინაიდან სესხის თანხის საპროცენტო სარგებელიც იგივე ოდენობას შეადგენდა. აღნიშნულთან მიმართებაში პალატა მიუთითებს, რომ როგორც 07.02.2013წ., ისე 26.01.2015წ. სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ ყოფილა პროცენტი და უსაფუძვლოა მსჯელობა მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ქირის თანხის გაქვითვა საპროცენტო სარგებელში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სასყიდლიანი ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე. არ არსებობს ნ-----–- ა-------თვის ქირავნობის თანხის დაკისრების, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის და იპოთეკის გაუქმების საფუძველი. 4.7. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემი. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა ნ-----–- ა------- სარჩელი მოპასუხე მ------ ქ---–---–---–------- სესხის თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.8. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს ასევე 26.02.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხე მ------ ქ----–---–---–- მოსარჩელე ნ-----–- ა------- სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 600 (ლარის) ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ. 192-195). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: 1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქმის მასალებში წარმოდგენილია ნ-----–- ა------სა და მის წარმომადგენელს, მ--- გ------–---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 151-153), ასევე ნ-----–- ა------- მიერ მ--- გ------–--------- 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ტ.1,ს.ფ.154). პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების პროპორციულად, მ------ ქ----–--–---–------- დაკისრებული ადვოკატების ლ. ჩ-------–---–-- (ტ.1., ს.ფ. 25) და მ.გ------–---- მომსახურების ხარჯი ჯამში 1000 ლარის ოდენობით ექცევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში და არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას მასზედ, რომ მისთვის სასამართლოს არ უცნობებია დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------ ქ----–---–---–-ს და თ------ ქ----–---–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თელავის რაიონული სასამართლოს 06.02.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 26.02.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი
ამირან ძაბუნიძე