სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 624. სესხის ხელშეკრულების ფორმა
სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი · სკ 624
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1499-2025
კასატორი უთითებს მისთვის ვალდებულების დაკისრების გამომრიცხავ გარემოებაზე და აცხადებს, რომ მოსარჩელეს არ ჰქონია წარდგენილი სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლით დადგენილი სესხის N 1168311354 ხელშეკრულება, რის გამოც ამ ნაწილში მას არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაჰკისრებოდა.
- საქმე №ას-565-2026
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ ამ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა.
- საქმე №ას-339-2026
მოცემული საკითხის შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
- საქმე №ას-1328-2025
…სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 27. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნას წერილობითი ფორმაც.
- საქმე №ას-464-2025
პალატის მითითებით, მართალია, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში ( სამოქალაქო…
- საქმე №ას-1010-2025
- საქმე №ას-884-2025
- საქმე №ას-639-2025
- საქმე №ას-745-2024
- საქმე №ას-180-2025
- საქმე №ას-1233-2024
- საქმე №ას-1514-2024
- საქმე №ას-377-2025
- საქმე №ას-638-2024
- საქმე №ას-1453-2023
- საქმე №ას-184-2025
- საქმე №ას-1196-2024
- საქმე №ას-1228-2024
- საქმე №ას-1054-2024
- საქმე №ას-1405-2023
- საქმე №ას-1435-2024
- საქმე №ას-706-2024
- საქმე №ას-938-2024
- საქმე №ას-391-2024
- საქმე №ას-1642-2023
- საქმე №ას-715-2023
- საქმე №ას-26-2024
- საქმე №ას-450-2022
- საქმე №ას-1437-2022
- საქმე №ას-1024-2023
- საქმე №ას-1027-2023
- საქმე №ას-1035-2023
- საქმე №ას-842-2023
- საქმე №ას-480-2023
- საქმე №ას-522-2023
- საქმე №ას-71-2023
- საქმე №ას-434-2023
- საქმე №ას-1461-2022
- საქმე №ას-41-2022
- საქმე №ას-473-2021
საგადასახადო დავები ამ მუხლზე
- ბრძანება №26122/2/2025
ხელშეკრულების სათანადო წესით დამოწმებაზე მითითება კი არასწორია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, „ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც“.
- ბრძანება №22364/2/2024
…ორგანოს მიერ და დარიცხვა არის დაფუძნებული მხოლოდ ვარაუდზე. ამ შემთხვევაშიც არ არის შეგროვებული საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მისცემდა ადმინისტრაციულ ორგანოს ------- მიმართ დაეკისრებინა საგადასახადო ვალდებულებები. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ სესხის ხელშეკრულება დადებული არის ზეპირად, მაშინ მისი ნამდვილობის დადგენა არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.
- ბრძანება №2651
ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 60. სესხის გამცემი და სესხის მიმღები
- მუხლი 19. დადგინდეს, რომ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 24–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტიდან სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობი
- მუხლი 24. სესხის გაცემის უფლებამოსილება
- მუხლი 21. სესხის აღებისა და სახელმწიფო გარანტიების გაცემის უფლებამოსილება
- მუხლი 17. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სესხის დაბრუნება
- მუხლი 91²². სესხის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და გადახდის ვალდებულების შესრულების კონტროლისათვის დადგენილი საფასური
მეზობელი მუხლები
- მუხლი 618. ნათხოვარი ნივთით მიზნობრივი სარგებლობა
- მუხლი 619. ჩვეულებრივი ხარჯის გაწევის ვალდებულება
- მუხლი 620. ნათხოვარი ნივთის ცვეთა
- მუხლი 621. ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება
- მუხლი 622. მონათხოვრის გარდაცვალების შედეგები
- მუხლი 623. ცნება
- მუხლი 624¹. უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის წესი
- მუხლი 625. გამსესხებლის ვალდებულება და პროცენტი სესხისათვის
- მუხლი 626. ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება
- მუხლი 627. ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
- მუხლი 628. სესხის შეპირება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 624, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-624/