მუხლი 626. ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება
1. თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა შეადგენს სამ თვეს. თუ პროცენტები არ არის შეპირებული, მოვალეს შეუძლია ვალი დააბრუნოს ვადამდე. პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
3. პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიცა და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(126)
საქმე №ას-1252-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2025
…კიდევ ექსპლიციტურად იყო დაფიქსირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018-2020 წლისათვის დარიცხული 16%, რომლის გადახდის გადაწევის შეთანხმებაც გაუქმდა სესხის გაუქმებასთან ერთად, ავტომატურად გახდა ამ გაუქმების მომენტისათვის ვადამოსული ( სსკ-ის 626.1 მუხლი). ის, რომ გრაფიკის მიხედვით, მსესხებელი პირველი 2 წლის პროცენტებს იხდიდა არა დაუყოვნებლივ, არამედ მოგვიანებით და განწილვადებულად მყარი საპროცენტო…
საქმე №ას-1650-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
…სიძეს წარმოადგენდა. მეუღლეთა განქორწინებიდან 10 წელზე მეტია გასული. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ პირველმა მოპასუხემ ვერ დაადასტურა აღნიშნული თანხის დაბრუნების დრო. სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 626-ე მუხლით და გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელისათვის განუსაზღვრელი ვადით სესხად გადარიცხული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება კრედიტორს/პირველ მოპასუხეს…
საქმე №ას-554-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2024
…ნაწილში - სესხზე შეთანხმების (სსკ-ის 623-ე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სსკ-ის 626-ე მუხლის დანაწესით თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას. 2.…
საქმე №ას-28-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
…2011 წლის 31 დეკემბრიდან სახეზეა დამოუკიდებელი ფულადი ვალდებულება, რაც დარჩა (წარმოიქმნა) სესხის ძირის კაპიტალიზაციის შემდეგ, გამოდის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება უვადო ხელშეკრულებას და სასამართლოს შეეძლო ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლით, რომლის საფუძველზეც მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულებაზე წარედგინა რა სასამართლოს, ამით მოპასუხეს მოსარჩელემ მოსთხოვა…
საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
…მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. 22.2. 2008 წლის 14 აგვისტოს, 18 აგვისტოს და 2012 წლის 01 სექტემბერს ი.ს–სა და ი.დ–ს შორის ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებები არ შეიცავდა დათქმას სესხის დაბრუნების ვადის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან…
საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
საქმე №ას-892-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2021
საქმე №ას-112-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2021
საქმე №ას-1495-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2020
საქმე №ბს-531(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
საქმე №ას-1190-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2020
საქმე №ას-686-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.07.2019
საქმე №ას-698-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019