ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · რედაქცია 09.12.2025
მუხლი 131. აღიარება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი · სსსკ 131
თავი XVI — მხარეთა ახსნა-განმარტება
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-320-2026
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე მუხლით (აღიარება) და განმარტა, რომ მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არცერთი ფაქტობრივი გარემოება;
- საქმე №ას-1464-2025
ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად მიიჩნიოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
- საქმე №ას-769-2025
…000 ლარი. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოპასუხე მხარის (მისი წარმომადგენლის) ჩვენების/აღიარების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია 27.04.2021 წელს მოსარჩელის სათამაშო აპარატზე მოგების 30 000 ლარის ასახვის ფაქტი ( სსსკ-ის 131-ე მუხლი). 12. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია მოპასუხე მხარის პრეტენზიას, რომ 2021 წლის 27 აპრილს მოპასუხის კუთვნილ სლოტკლუბში განთავსებულ აპარატზე მოგების დაფიქსირება გამოიწვია სათამაშო აპარატის ტექნიკურმა გაუმართაობამ.
- საქმე №ას-526-2025
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 131-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, სარჩელის ცნობის გარეშე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და ზედნადებების ელექტრონულად დადასტურების ფაქტი.
- საქმე №ას-609-2025
მოცემულ შემთხვევაში კი ქორწინების პერიოდში შეძენილი ავტომანქანის ღირებულების ნახევრის მოპასუხისთვის დაკისრებისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო ქონების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტს, რაც თავად მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე [ სსსკ-ის 131-ე მუხლი: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას].
- საქმე №ას-1115-2025
- საქმე №ას-410-2025
- საქმე №ას-1650-2023
- საქმე №ბს-1373(2კ-24)
- საქმე №ას-1277-2023
- საქმე №ას-1231-2024
- საქმე №ას-1347-2024
- საქმე №ას-1311-2024
- საქმე №ას-361-2024
- საქმე №ას-1495-2023
- საქმე №ას-237-2024
- საქმე №ას-856-2024
- საქმე №ას-1341-2023
- საქმე №ას-521-2024
- საქმე №ას-381-2024
- საქმე №ას-1494-2024
- საქმე №ას-321-2024
- საქმე №ას-1200-2023
- საქმე №ას-239-2024
- საქმე №ბს-96(კ-24)
- საქმე №ას-964-2023
- საქმე №ას-115-2023
- საქმე №ას-1295-2023
- საქმე №ას-728-2021
- საქმე №ას-1293-2023
- საქმე №ას-216-2020
- საქმე №ას-148-2023
- საქმე №ას-720-2021
- საქმე №ას-515-2023
- საქმე №ას-74-2022
- საქმე №ას-1091-2022
- საქმე №ას-571-2021
- საქმე №ას-1217-2021
- საქმე №ას-629-2022
- საქმე №ას-998-2022
მეზობელი მუხლები
- მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი
- მუხლი 126. დათვალიერებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა
- მუხლი 127. მხარეთა ახსნა-განმარტების მიღება
- მუხლი 128. მოსამართლეთა შეკითხვები
- მუხლი 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება
- მუხლი 130. ახსნა-განმარტების მიღება ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში
- მუხლი 132. მხარეთა აღიარების ფორმა
- მუხლი 133. აღიარების გაქარწყლება მხარის მიერ
- მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი
- მუხლი 135. წერილობითი მტკიცებულების დედნის წარდგენა
- მუხლი 136. სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარდგენის სავალდებულოობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 131, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-131/