1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას.
2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.
თავი XVII
წერილობითი მტკიცებულე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 133. აღიარების გაქარწყლება მხარის მიერ 1. მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. 2. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში. თავი XVII. წერილობითი მტკიცებულება
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(82)
საქმე №ას-1341-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…25 მარტი, 2024 წელი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარემ მის მიერ აღიარებული გარემოება, სამუშაოს შესრულებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ, სათანადო მტკიცებულებებითა და არგუმენტებით ვერ გააქარწყლა (იხ. სსსკ-ის 133-ე მუხლი). 27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი სპეციალური სუბიექტია,…
საქმე №ას-381-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2024
…განეკუთვნებოდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტებს. აპელანტმა ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. 19. სსსკ-ის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო…
საქმე №ას-564-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
…გახადოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თანახმად ზემოთ მითითებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე და 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა. 25. ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს…
…გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ ეწინააღმდეგება ბელარუსის რესპუბლიკის სამეურნეო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნებს. იმავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები სარჩელის აღძვრის…
საქმე №ას-148-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2023
…სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. 27. სსსკ-ს 133-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა მხარემ შეძლოს თავისი აღიარების გაქარწყლება (უარყოფა), მან უნდა დაამტკიცოს, რომ: ა) ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და…
საქმე №ას-1315-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
საქმე №ას-174-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-471-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
საქმე №ას-493-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
საქმე №ას-33-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
საქმე №ას-1010-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2020
საქმე №ას-84-84-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2020
საქმე №ას-789-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2019
საქმე №ას-43-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.07.2019
საქმე №ას-381-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
საქმე №ას-1337-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2019
მუხლი 51. დისციპლინური სახდელის გაქარწყლება— საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე