1. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
11. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტს, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ დოკუმენტს ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა.
2. წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი.
21. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოითხოვოს ერთგვაროვანი (ერთი ტიპის) დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ აღნიშნული დოკუმენტებით შეიძლება დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმისთვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა.
4. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №27 - სსმ I, №11, 04.07.2008 წ., მუხ.83
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.293
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№656
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1900
–
ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2621 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 22.02.2023 კანონი №2621
- 23.12.2017 კანონი №1900
- 21.04.2017 კანონი №656
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 134. წერილობითი მტკიცებულებები და მათი წარდგენის წესი 1. წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. 11. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტს, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებულ დოკუმენტს ან/და დამოწმებულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა. 2. წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს მტკიცებულებები იმყოფება, მას შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა სასამართლომ გამოითხოვოს ისინი. 321. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ასევე შეუძლია შესაბამისი მხარისგან გამოითხოვოს ერთგვაროვანი (ერთი ტიპის) დოკუმენტები კონკრეტული რეკვიზიტების მითითების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ აღნიშნული დოკუმენტებუით შეიძლება დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. 3. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელი პირი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ საქმის რათვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა. 4. წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განჩინებაში, რომელიც ცალკე არ გასაჩივრდება. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №27 - სსმ I, №11, 04.07.2008 წ., მუხ.83 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2110 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.293
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(161)
- საქმე №ას-1579-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2026
…დავებზე, რედ: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ., 2020წ., 148, 149, 222). 47. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს…
- საქმე №ას-1182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…სრული მისამართი და საკონტაქტო მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მოწმის დაბარება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 30. მტკიცებულებების გამოთხოვის საკითხთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ს 134.2 მუხლის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან, ვისთანაც ეს…
- საქმე №ას-551-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
…შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლის განმარტებით, მას ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღება საქმის წარმოების განახლების მიზნით სჭირდებოდა. მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 134-ე მუხლზე მითითებით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმებას. 14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
- საქმე №ას-1405-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
…ასახული იქნებოდა გ.გ–იას ანგარიშზე 2021 წლის 07 სექტემბრიდან მოყოლებული ს.ს. „ვ.ბ.ჯ“-დან სესხის (კრედიტის) გაცემის/ჩარიცხვის დანიშნულებით შესრულებული საბანკო ოპერაცი(ებ)ის თაობაზე ცნობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 30.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134.2 მუხლის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თუ მხარემ ვერ შეძლო წერილობით…
- საქმე №ას-1008-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
…ხოლო სასამართლომ მტკიცებულებად და ჯარიმების გადახდის დასტურად მოიშველია შედარების აქტი, რომელიც აღწერს 2023 წლის 01 იანვრიდან - 2023 წლის 29 მარტამდე პერიოდს; 15.13. სასამართლოს შედარების აქტი, როგორც წერილობითი მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად უნდა შეეფასებინა. გაუგებარია, რა სტანდარტით იხელმძღვანელა სასამართლომ, როდესაც არასრულად წარდგენილი, ხელმოუწერელი…
- საქმე №ას-126-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-1522-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2024
- საქმე №ას-864-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2024
- საქმე №ას-1448-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2024
- საქმე №ბს-86(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ას-1311-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ას-881-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1374-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2023
- საქმე №ას-667-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ას-1024-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
- საქმე №ას-372-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
- საქმე №ას-1004-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2023
- საქმე №ას-694-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.09.2023
- საქმე №ას-151-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ას-773-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
- საქმე №ას-195-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ას-1121-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1174-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №ას-464-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2022
- საქმე №ბს-838(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-132-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2022
- საქმე №ას-194-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2022
- საქმე №ას-975-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
- საქმე №ას-1159-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
- საქმე №ას-67-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
- საქმე №ას-1726-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ას-516-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №ას-334-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
- საქმე №ას-402-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
- საქმე №ას-1102-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2021
- საქმე №ბს-724-724(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.06.2021
- საქმე №ას-1381-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2020
- საქმე №ას-1986-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2020
- საქმე №ას-1688-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 161-დან.