მუხლი 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება
თავი XVI — მხარეთა ახსნა-განმარტება
არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება:
ა) (ამოღებულია - 21.02.2024, №4047);
ბ) სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
გ) თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4047 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება: ა) ისეთი პირის(აგან, რომელსაც თავისი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლოვანღებების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება- 21.02.2024, №4047); ბ) სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს; გ) თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(53)
საქმე №ას-275-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2019 წლის 26 დეკემბერი, როდესაც მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ ვალდებულება არ შესრულდა. 14. დადგენილია ასევე, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2023 წლის 29 დეკემბერს, ანუ სსსკ-ის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ…
საქმე №ბს-1017(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2025
…დაკარგვის შედეგად ხელფასის კომპენსაციას, არამედ მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაზიანების გამო გამოწვეული სოციალური საჭიროებების ანაზღაურებას. შესაბამისად, არ არის გამართლებული სარჩოს შეზღუდვა საპენსიო ასაკით. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით, მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ 2020 წლის 13…
საქმე №ბს-782(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2025
…471 და 472 პუნქტების საფუძველზე მოსარჩელე მხარეს არ მოუთხოვია (2 წლის კონტრაქტის საფუძველზე კომპენსაციის ოდენობა 3000 ლარია), შესაბამისად ამ ნაწილში სასამართლო ვერ იმსჯელებდა. კოლეგიამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 13 მარტიდან (ბოლო კონტრაქტის გაფორმება) სამი წლის განმავლობაში,…
საქმე №ას-1489-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2025
…რომ მოპასუხემ მხოლოდ ფორმალურად წარადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რასაც მხარე არც საკასაციო საჩივრის ფარგლებში უარყოფს, რომელშიც შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის მითითებით, კერძოდ, შესაგებელში ერთი წინადადებით მითითებულია სსსკ-ის 129-ე მუხლზე (იხ. ტ.1, ს.გ. 80-88) და აღნიშნულია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 37. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე…
საქმე №ას-71-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
…სესხის გადაცემა 2000 ევროს ოდენობით 2011 წლის 10 ოქტომბერს, რომლის დაბრუნების ვადა განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2016 წლის 10 ოქტომბრისა, ხოლო გამსესხებლის მიერ სარჩელი აღძრულია 2018 წლის 28 თებერვალს, რაც სავსებით აკმაყოფილებს სსსკ-ის 129.1-ე მუხლით განსაზღვრულ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას, რომლის გასვლის შემდეგ, სარჩელი განუხორციელებადია სწორედ მისი ხანდაზმულობის…
საქმე №ბს-138(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
საქმე №ას-957-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
საქმე №ას-678-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
საქმე №ბს-133(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
საქმე №ბს-1357(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2020
საქმე №ას-1937-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019