წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 125. დათვალიერების ოქმის შინაარსი 1. დათვალიერების დროს უნდა შედგეს ოქმი (დათვალიერების ოქმი), რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) დათვალიერების ადგილი და ობიექტები; ბ) დათვალიერებაში მონაწილე მხარეები, მოწმეები, სპეციალისტები; გ) დათვალიერებაში მონაწილე პირების მოსაზრებები, მათი შენიშვნები; დ) დათვალიერებისა და გამოკვლევის შედეგები. 2. ოქმს შეიძლება დაერთოს დათვალიერების დროს შედგენილი ან შემოწმებული გეგმები, ნახაზები, სურათები და ა.შ.ა. შ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(73)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 73-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1489-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
…წლამდე არსებობდა და საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით; იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამდენად, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით.
საქმე №ბს-419(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2026
…წლამდე და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის (1964წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლით განსაზღვრული იყო საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა);
საქმე №ბს-620(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2026
…ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. მითითებული კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, (1) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე;
საქმე №ბს-808(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2025
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რასაც ადასტურებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 124-ე, 125-ე და 127-ე მუხლებიც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ი.ს-ის მიერ დავის განხილვის მომენტისთვის სამართალდარღვევის აღმოფხვრის ფაქტი, რაც საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებაა.
საქმე №ას-1420-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
…წლამდე არსებობდა და საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით; იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამდენად, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით.
საქმე №ბს-709(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2024
საქმე №ას-1014-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
საქმე №ბს-766(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.10.2024
საქმე №ას-645-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
საქმე №ბს-170(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2024
საქმე №ბს-96(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
საქმე №ას-923-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2024
საქმე №ას-805-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2023
საქმე №ას-502-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2023
საქმე №ას-707-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-408-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2023
საქმე №ას-935-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2023
საქმე №ას-1527-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
საქმე №ას-321-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
საქმე №ას-464-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.12.2022
საქმე №ას-456-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2022
საქმე №ას-1235-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ას-133-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ას-868-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2022
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 125, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-125/