საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მასვე, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
თავი XVIII
მოწმეთა ჩვენე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 139. დედანი საბუთების შენახვა და დაბრუნება საქმეში არსებული დედანი საბუთები ერთად ინახება სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს მას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მაგრამ საქმეში უნდა დარჩეს მოსამართლის მიერ შემოწმებული დედანი საბუთების ასლები. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 თავი XVIII. მოწმეთა ჩვენება
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(12)
საქმე №ას-783-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2020
…მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დედანი დოკუმენტების საქმიდან ამოღებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაგზავნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. 21. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლზე (საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება დაუბრუნდეს…
…ვ.ბ-მა, რომელმაც დაადასტურა რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მოითხოვა საქმეში წარმოდგენილი დედანი დოკუმენტების დაბრუნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 139-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს დედანი დოკუმენტები, ხოლო საქმეში უნდა დარჩეს…
…არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნების დაბრუნებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით, საქმეში არსებული დედანი საბუთები სასამართლოში ერთად ინახება. ასეთი საბუთები, მათი წარმდგენის თხოვნით, შეიძლება…
…თვალსაზრისით არ ქმნიან საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარის ფასეულობას. კასატორის მოსაზრებით, სოციალურ ქსელში არსებული მტკიცებულება არ პასუხოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე 139 მუხლის 11 ნაწილის მოთხოვნებს, მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორი არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას ზეპირი ფორმით დადებული…
…არ არსებობდა საქონლის/მომსახურების მიწოდების კონკრეტული ფაქტი, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების კონკრეტული შემთხვევა და სახეზე იყო მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების ფაქტი, რაც თავისთავად არ იძლეოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 139-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობას. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ვერ…