განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210018002626612
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002626612

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/1358-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ქ-–--- შ----– შ------

წარმომადგენელი - გ--- ს---–-----–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - პ------ მ----–---------, დ----- მ----–---------, ბ------- მ-----–-----

წარმომადგენელი - ქ------- უ----–---–-

 

დავის საგანი - მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით პ------ მ----–--------ის, დ----- მ----–--------ისა და ბ------- მ-----–----ის სარჩელი შ------ ქ-–--- შ----–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხანდაზმულად იქნა აღიარებული - 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (აღიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმე №2/137-14) მოთხოვნის უფლება. გაუქმდა პ------ მ----–--------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0----------------------, ქ-–--- შ----– შ------ს სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა. გაუქმდა ბ------- მ-----–----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------, ქ-–--- შ----– შ------ს სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა. არ დაკმაყოფილდა პ------ მ----–--------ის, დ----- მ----–--------ისა და ბ------- მ-----–----ის სარჩელი 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების მოთხოვნის ნაწილში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 23 ივლისს დ----- მ----–---------სა (გამყიდველი) და შ------ შ----–ი რ-----ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა, უკან გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7----------- ნასყიდობის საგნის საერთო ფასი განისაზღვრა - 160 000 აშშ დოლარით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შ------ შ----–ი რ----- საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოთ მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.07.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 44-47);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 33-34; 42-43);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები), ბათილად იქნა ცნობილი დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის 2013 წლის 23 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით და დადგინდა მოსარჩელე დ----- მ----–--------ის სახელზე შემდეგი უძრავი ქონებების საკუთრებად აღრიცხვა:

- ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0----------------------.

- მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------.

 

ასევე, აღიარებულ იქნა 2013 წლის 23 ივლისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი შემდეგი პირობებით:

- ხელშეკრულების დადების თარიღი - 2013 წლის 23 ივლისი;

- ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - ”გამსესხებელი” - შ------ შ----–ი რ-----; ”მსესხებელი” - ”დ----- მ----–---------”;

- სესხის ოდენობა - 160 000 აშშ დოლარი;

- ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 3 თვე;

- შეთანხმებული პროცენტის ოდენობა - 16 000 აშშ დოლარი;

-მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება - კრედიტორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - იპოთეკის საგნების: ქ-------–-----------------------------------, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და მმ–--------------–---------------–--------------, საკადასტრო კოდი: 7-----------, რეალიზაცია.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 02 აპრილს და 2015 წლის 27 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.02.2015წ. გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 48-65);

- სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ. 66-67);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2015წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, დ----- მ----–--------- საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------, მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება შ------ შ----–ი რ-----ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 30-32; 39-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.4. 2017 წლის 21 ივნისს შ------ შ----–ი რ-----სა (მოთხოვნის დამთმობი) და ქ-–--- შ----– შ------ს (ახალი კრედიტორი) შორის დაიდო ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოთხოვნის დამთმობმა ახალ კრედიტორს დაუთმო მოთხოვნები, რომლებიც მას ჰქონდა მოვალე - დ----- მ----–--------ის მიმართ.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დათმობილი მოთხოვნა წარმოადგენს:

ა) დ----- მ----–--------ისაგან შემდეგი თანხების მიღების უფლებას: სესხის ოდენობა - 160 000 აშშ დოლარი; შეთანხმებული პროცენტის ოდენობა - 16 000 აშშ დოლარი;

ბ) მოთხოვნისაგან გამომდინარე/მასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს იმ მოცულობითა და შინაარსით, რაც დადგენილია გადაწყვეტილებით (მიღებული 13.02.2015წ., საქმე №2/137-14, მიმღები ორგანო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; გადაწყვეტილებით აღიარებულია მოთხოვნის დამთმობსა და მოვალეს შორის 2013 წლის 23 ივლისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი); ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმღებზე გადადის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიც. კერძოდ, იპოთეკები, რომლებიც დადგენილია უძრავი ქონებისადმი, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.06.2017წ. ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 75-94);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.5. 21.06.2017წ. ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ

0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------,„მოთხოვნის დამთმობის“ - შ------ შ----–ი რ-----ის ნაცვლად, „ახალი კრედიტორი“ - ქ-–--- შ----– შ------ დარეგისტრირდა იპოთეკარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 28-29; 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.6. დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0----------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს - პ------ მ----–---------, ხოლო უძრავი ქონების, მდებარე: მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------, მესაკუთრეს, კი წარმოადგენს - ბ------- მ-----–-----.

 

დასახელებული ორი უძრავი ქონება, პ------ მ----–---------მ და ბ------- მ-----–-----მ შეიძინეს ე-–--- გ-------–--ისაგან 11.01.2018წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელსაც თავის მხრივ უძრავი ქონება შეძენილი ჰქონდა აუქციონზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული განკარგულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 169-176);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი სპეციალისტის 2018 წლის 07 ივნისის №2------ პასუხის თანახმად, 2013 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით, მიმდინარე და განხილვაში/წარმოებაში არსებულ საქმეთა შორის, სამოქალაქო საქმე, სადაც შ------ შ----–ი რ-----ი ან/და ქ-–--- შ----–ი შ------ არის თავდაპირველი მოსარჩელე, დ----- მ----–--------- - თავდაპირველი მოპასუხე, რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.06.2018წ. პასუხი (იხ. ს.ფ. 68);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

2.8. 2016 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ------ შ----–ი რ-----ის წარმომადგენელმა მოპასუხეების - ნ----- გ--------ის, ნ-----–---- ჩ-------ის, ი-- ,,ლ----ს”, დ----- მ----–--------ის, ე---------------ის, კ------- მ--–----ის, გ---- მ-----ის, ბ----- გ------ის და უ--- მ----–--------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით, შ------ შ----–ი რ-----ს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინება (იხ. ს.ფ. 150-156);

- 27.09.2018წ. პასუხი და თანდართული სია (იხ. ს.ფ. 157-159);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

2.9. 2014 წლის 28 იანვრის განცხადებით, შ------ შ----–ი რ-----ის წარმომადგენელმა, მ----- გ----–---მ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ნოტარიუს ნ----- გ--------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 28.01.2014წ. განცხადება (იხ. ს.ფ. 160-161);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

2.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2015 წლის 25 დეკემბრის წერილით, შ------ შ----–ი რ-----ს ეცნობა, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ი-- „ლ----სა“ და სხვათა მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც დაკავშირებულია 2013 წლის 15 ივნისს ნოტარიუს ნ----- გ--------ის სანოტარო ბიუროში თქვენსა და სხვადასხვა პირებს შორის უძრავ ქონებებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან და ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25.12.2015წ. წერილი (იხ. ს.ფ. 162);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

სხდომის ოქმი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.11. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (10 წელი) და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებული - 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არის ხანდაზმული. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 ნაწილში).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ-–--- შ----– შ------ წარმოადგენს განსახილველ სარჩელზე პასუხისმგებელ პირს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივნისს შ------ შ----–ი რ-----სა (მოთხოვნის დამთმობი) და ქ-–--- შ----– შ------ს (ახალი კრედიტორი) შორის დაიდო ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოთხოვნის დამთმობმა ახალ კრედიტორს დაუთმო მოთხოვნები, რომლებიც მას ჰქონდა მოვალე - დ----- მ----–--------ის მიმართ. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დათმობილი მოთხოვნა წარმოადგენს: ა) დ----- მ----–--------ისაგან შემდეგი თანხების მიღების უფლებას: სესხის ოდენობა - 160 000 აშშ დოლარი; შეთანხმებული პროცენტის ოდენობა - 16 000 აშშ დოლარი; ბ) მოთხოვნისაგან გამომდინარე/მასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს იმ მოცულობითა და შინაარსით, რაც დადგენილია გადაწყვეტილებით (მიღებული 13.02.2015წ., საქმე №2/137-14, მიმღები ორგანო: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; გადაწყვეტილებით აღიარებულია მოთხოვნის დამთმობსა და მოვალეს შორის 2013 წლის 23 ივლისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი); ხოლო, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, კი ამ მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმღებზე გადადის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიც. კერძოდ, იპოთეკები, რომლებიც დადგენილია უძრავი ქონებისადმი, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------.

 

ამდენად, ქ-–--- შ----– შ------ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხე მხარეს.

 

2.13. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ №7932/03; იხ. სუსგ. №ას-668-668-2018, 20.07.2018წ. წელი).

 

მოპასუხე სადავოდ ხდის განსახილველი სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ემსჯელა.

 

მოპასუხის განმარტებით, იპოთეკის საგანი, უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული არ არის, დ----- მ----–--------ის სახელზე. შესაბამისად, თუნდაც მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას არ გააჩნია დავის მიმართ იურიდიული ინტერესი. ხოლო, სესხის შესაძლო ხანდაზმულობის გამო, მესამე პირის მიმართ რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება არ წარმოადგენს იურიდიულ ინტერესს. მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ წინაპირობებს, რომლებიც სასამართლო პრაქტიკით კუმულატიურადაა დადგენილია აღიარებითი სარჩელის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების, ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელის არსებობის პირობებში არსებობს დავა მხარეებს შორის. თუმცა, აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას მხოლოდ დარღვეული უფლების ან შელახული ინტერესის არსებობის ფაქტი არ წარმოადგენს. შესაძლებელია, რომ უფლება

 

არც იყოს დარღვეული და არც ინტერესი იყოს შელახული, თუმცა, აუცილებელია, რომ უფლება სადავო იყოს. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის აღძვრის ერთ-ერთ წინაპირობას უფლებისა, თუ სამართლებრივი ინტერესის სადავოობა წარმოადგენს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრისას იურიდიული ინტერესის შეფასების შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

 

ზემოთ დასახელებული ნორმა ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. (იხ. სუსგ. №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; №ას-1069-1008-2015,16.12.2015წ.)

 

სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობათა გათვალისწინებით ასევე განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. ზოგადად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა მოსარჩელის უფლების დასაცავად და იგი ქმნის სრულიად გარკვეულ სარგებელს მოსარჩელისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, ამავე ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და პ------ მ----–--------ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და ბ------ მ-----–----ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------, ქ-–--- შ----– შ------ს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება. ამასთან, როგორც წარმოდგენილი სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელეთა სამართლებრივი დაცვის ინტერესს წარმოადგენს უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, პ------ მ----–--------ისა და ბ------- მ-----–----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია დ----- მ----–--------ის ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს სასამართლოს 13.02.2015წ. გადაწყვეტილებით აღიარებული 23.07.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამდენად, მოსარჩელეები სწორედ 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით არიან ერთმანეთთან სამართლებრივად დაკავშირებული. მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც მოსარჩელის მიმართ ვალდებულება აღარ არსებობს და შესაბამისად, მისი აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, აღარც იპოთეკის არსებობის სამართლებრივი საფუძველია სახეზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღიარებითი სარჩელის ყველა ზემოთ დასახელებული წინაპირობა. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია, შესაბამისად ვინაიდან მოპასუხე არ იყენებს თავის უფლებას მიმართოს სასამართლოს სარჩელით, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მომავალში იპოთეკის საგნების რეალიზაცია განხორციელდეს მოპასუხის ხანდაზმული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. ამასთან, მოსარჩელეს არ აქვს სხვაგვარი შესაძლებლობა მიუთითოს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნულის საფუძველზე გაათავისუფლოს უფლებრივი დატვირთვისაგან იპოთეკის საგნები.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს მოპასუხის შესაგებელს და არ შეიძლება იყოს სასარჩელო მოთხოვნა, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალაში განმტკიცებულია კეთილსინდისიერების პრინციპი (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), რომელიც მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე თავისი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად არ მიმართავს სასამართლოს, მოპასუხეს არ რჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად თავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის წარდგენა გამართლებულია სამოქალაქო სამართლის მიზნებიდან გამომდინარე.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა რამდენად საფუძვლიანია ან/და დაკმაყოფილება თუ არა წარმოდგენილი სარჩელი, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფს ამ ინტერესის დაკმაყოფილებას, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, რასაც შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვება. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება აღსრულებადი.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ განსახილველი სარჩელის ერთობლივად წარმოდგენა არის იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევის საუკეთესო საშუალება რასაც ისინი მათ იურიდიულ ინტერსად უთითებენ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლიდან - 23.07.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი დადგება უშუალოდ დ----- მ----–--------ის მიმართ თუ არა, გაუმჯობესდება მოსარჩელეთა სამართლებრივი მდგომარეობა - უძრავი ქონება გათავისუფლდება იპოთეკისაგან და შედეგად უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრეები შეძლებენ ქონების განკარგვას.

 

შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის მიერ ზემოთ დასახელებულ არგუმენტი იმის შესახებ, რომ ვინაიდან დ----- მ----–--------- დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა გათავისუფლდეს რეგისტრირებული იპოთეკისაგან, მას არ გააჩნია იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სარჩელის მიმართ.

 

სასამართლომ საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველია „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

 

2.14. განსახილველი დავის ფარგლებში მსჯელობის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დადასტურებული 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების, ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება, ან დაცვა. იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის

 

შედეგად მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად, და არა პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა. კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ - დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და, მეორე მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. მოსარჩელის განმარტებით, გასულია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, რომლის ათვლაც უნდა მოხდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის (03 თვე) გასვლის მეორე დღიდან, შესაბამისად 2013 წლის 24 ოქტომბრიდან. რაც შეეხება მოპასუხეს, იგი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოქმედება, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, რომელიც სარჩელის წარმოდგენის დროისათვის გასული არაა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესი ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულების ვადას. შესაბამისად, იგი არ არეგულირებს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს და არც ამგვარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ახალი ვადის დასაწყისს არ ადგენს. კანონმდებელმა ამ საკითხის მიმართ დააწესა ხანდაზმულობის სპეციალური ვადა 10 წელი. ამ ვადის გასვლის გამო, კი გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება.

 

დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (იხ. სუსგ. №ას-431-409-2012, 14.05.2012წ.; №ას-7-7-2017; 13.04.2017წ.; №ას-67-61-2015, 09.02.2015წ.; №ას- 205-198-2012, 06.04.2012წ.)

 

სსკ-ის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადა კრედიტორის უფლება-დამცავი ნორმაა, რომელიც მას აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის იძულებით რეალიზაცია მოახდინოს 10 წლის განმავლობაში. (იხ. სუსგ. №ას-871-813-2017; 08,07.2017 წ.)

 

ერთ ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მხარეს უარი უთხრა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ მან გაუშვა გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა (იხ. სუსგ. №3კ/1266-02; 4 ივნისი, 2013 წელი)

 

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის 2013 წლის 23 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით და მოსარჩელე დ----- მ----–--------ის სახელზე საკუთრებად აღირიცხა უძრავი ქონებები, მდებარე: ქ-------–-----------------------------------; საკადასტრო კოდი: 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, საკადასტრო კოდი №7-----------. ასევე, აღიარებული იქნა 2013 წლის 23 ივლისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. შესაბამისად, დ----- მ----–--------- და შ------ შ----–ი რ-----ი გარდაიქმნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის კრედიტორად და მოვალედ. ამასთან, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2015 წლის 02 აპრილს და 2015 წლის 27 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადასტურებული იქნა დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, ზემოთ დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2015 წლის 02 აპრილიდან 10 წლის განმავლობაში შეეძლო განეხორციელებინა გადაწყვეტილების აღსრულება - უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა და მასზე იპოთეკის სანივთო უფლების რეგისტრაცია.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, სასამართლო ვერ გაიზიარებს იქიდან გამომდინარე, რომ 13.02.2015წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა მხოლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (შესაბამისი პირობებით) არსებობის ფაქტის დადგენა, რაც არ გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობის დადასტურებას. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოადგენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ მოთხოვნას. ის არ დადასტურებულა 13.02.2015წ. გადაწყვეტილებით და შესაძლოა წარმოადგენდეს ცალკე დავის საგანს სასამართლოში, განსხვავებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დადგენის შესახებ მოთხოვნისა, რომელზეც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და გამოიტანა გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არაა ისეთი სამართლებრივი ურთიერთობა, რომელზეც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ათ წლიანი ვადა, არამედ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა, ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას.

 

რაც შეეხება განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დასაწყისს, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების თარიღად სასამართლომ მიიჩნია 2013 წლის 23 ივლისი, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება იურიდიული ძალის შეიქმნა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან - 2015 წლის 02 აპრილიდან. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან - 2015 წლის 03 აპრილიდან და ამოიწურა 2018 წლის 02 აპრილს.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებული 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა - ხანდაზმულია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იძულების წესით იგი განუხორციელებელია. ანუ, ამ უფლების რეალიზაცია სრული მოცულობით დამოკიდებული ხდება მოვალის ნება-სურვილზე. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გასვლა თავად მოთხოვნას არ აუქმებს (არ წყვეტს), ის უბრალოდ მოვალეს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. მოთხოვნისაგან განსხვავებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლით სამართლებრივი ვალდებულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად, ვინაიდან სამართლებრივია მხოლოდ ის ვალდებულება, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მოვალისაგან შესრულება, რაც მოიცავს სასარჩელო წესით უფლების დაცვასაც. ვადის გასვლით კი, სამართლებრივად აღუსრულებადი, განუხორციელებადი ვალდებულება გარდაიქმნება ნატურალურ, ზნეობრივ ვალდებულებად.

 

2.16. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

დასახელებული ნორმა განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია:

• სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად;

• განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ;

• აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება

 

აღნიშნული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. (იხ. სუსგ. №ას-960-909-2015, 04.12.2015 წ.; №ას-1586-1489-2012, 22.04.13 წ. № ას-599-567-2015, 29.03.2016წ.)

 

2.17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ------ შ----–ი რ-----ის წარმომადგენელმა მოპასუხეების - ნ----- გ--------ის, ნ-----–---- ჩ-------ის, ი-- ,,ლ----ს”, დ----- მ----–--------ის, ე---------------ის, კ------- მ--–----ის, გ---- მ-----ის, ბ----- გ------ის და უ--- მ----–--------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. თუმცა, ამავე სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით, შ------ შ----–ი რ-----ს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე. მოპასუხის განმარტებით, მას აღნიშნულის შემდეგომ უშუალოდ დ----- მ----–--------ის მიმართ სარჩელი არ შემოუ---ნია. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა აღნიშნული საფუძვლით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ფაქტი.

 

2.18. მოპასუხე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს, რომ მას შეტანილი ჰქონდა განცხადება ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და იუსტიციის სამინისტროში. აღნიშნულის დასტურად, წარმოდგენილი აქვს შ------ შ----–ი რ-----ის 28.01.2014წ. განცხადება, რომლითაც იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ნოტარიუს ნ----- გ--------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25.12.2015წ. წერილი, რომლითაც შ------ შ----–ი რ-----ს ეცნობა, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ი-- „ლ----სა“ და სხვათა მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც დაკავშირებულია 2013 წლის 15 ივნისს ნოტარიუს ნ----- გ--------ის სანოტარო ბიუროში თქვენსა და სხვადასხვა პირებს შორის უძრავ ქონებებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან და ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებული არ არის.

 

სასამართლომ ზემოთ მითითებულ გარემოებები, ვერ მიიჩნია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად, ვინაიდან აღნიშნული ქმედება არ ემსახურებოდა სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ - არც მოთხოვნის დაკმაყოფილებას და არც მის დადგენას. 13.02.2015წ. სასამართლო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ: ხელშეკრულების დადების თარიღი; ხელშეკრულების მონაწილე მხარეები; სესხის ოდენობა; ხელშეკრულების მოქმედების ვადა; შეთანხმებული პროცენტის ოდენობა; მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. შესაბამისად, ცხადი და ნათელია როგორც კრედიტორისა და მოვალის ვინაობა, ასევე ხელშეკრულების სხვა არსებითი პირობები, რომლებიც დამატებით დადგენას აღარ საჭიროებს. ამასთან, შ------ შ----–ი რ-----ის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის მიმართვის მიზანს წარმოადგენდა ნოტარიუს ნ----- გ--------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის თანახმად, კი სისხლის საქმე აღძრულ იქნა თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასახელებული სახელმწიფო ორგანოებისათვის მიმართვა მატერიალური უფლების დაცვისა და მისი დადგენისაკენ მიმართულ ქმედებად ვერ იქნება შეფასებული. შესაბამისად, ვერც სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულოვის ვადის შეწყვეტის საფუძველი იქნება.

 

2.19. სასამართლომ ყურადღება გამახვილა მოსარჩელის მოთხოვნაზე 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, ამავე ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მიუთითა შემდეგი:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთი მუხლით განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები და შედეგები. ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას (ცალმხრივი ნების გამოვლენას), რომელიც საჭიროებს მეორე მხარის მიერ მის მიღებას ანუ ხელშეკრულების შეწყვეტას ახორციელებს მხარე მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინებით. სადავოობის შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებას. შესაბამისად, თავად ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შეიძლება მხარეს წარმოეშვას მოთხოვნის უფლება და მხოლოდ აღნიშნული შეიძლება გახდეს სასამართლო განხილვის საგანი.

 

ამასთან, სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გულისხმობს მოთხოვნის შეწყვეტას. არამედ იგი კვლავაც არსებობს და ვალდებულ პირს შეუძლია ნებისმიერ დროს შეასრულოს იგი, რაც შემდგომ გამორიცხავს შესრულების დაბრუნებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება უნდა ჩაითვალოს შეწყვეტილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა ვერ იქნება ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლება და შესაბამისად, მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველსაყოფი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე. წ. წამყვანი (უზრუნველყოფილი) მოთხოვნაა და რომელთანაც განუყოფლად არის შეზრდილი იპოთეკა. ამდენად, იპოთეკის არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს.

 

აქცესორული უფლების ნორმატიულ განმარტებას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

აქცესორული უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. ასევე, ძირითადი უფლების გადაცემით, სხვა პირზე გადადის აქცესორული უფლებაც. აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი დანიშნულებაა, განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლიდან გამომდინარე, კი იპოთეკაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით იმ მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომლის შესრულების უზრუნველყოფასაც წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა 2013 წლის 23 ივლისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, ასევე განისაზღვრა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის: მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება - კრედიტორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში - იპოთეკის საგნების: ქ-------–-----------------------------------; საკადასტრო კოდი: 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, საკადასტრო კოდი №7-----------, რეალიზაცია. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იპოთეკაზეც უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს სამ წელს.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებული 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა არის ხანდაზმული. შესაბამისად, ვინაიდან იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნისთვისაც. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკამ და მასთან დაკავშირებულმა რეგისტრაციამ, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო დაკარგა თავისი დანიშნულება, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია იურიდიული მართებულობა. სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით, სასამართლო მსჯელობს არსებითად მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად მისი არ არსებობა შესაძლოა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხის მოსაზრება იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია.

 

სასამართლო, აქვე დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული საფუძვლით იპოთეკის გაუქმება არ გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ - გადაწყვეტილების გაუქმებას. გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები პირდაპირაა მითითებული სსსკ-ის 422-ე და

423-ე მუხლებში. მოცემულ შემთხვევაში, კი იპოთეკის გაუქმებით არ უქმდება სასამართლოს 23.07.2013წ. გადაწყვეტილებით აღიარებული სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ ვადის გასვლის გამო აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება კარგავს იურიდიულ ძალას, რის გამოც მის თანმდევად შესაბამისი აქცესორული უფლებაც უქმდება. თუმცა, როგორც ზემოთაც იქნა მითითებული მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს და მოვალის მიერ ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, რასაც ვერ ვიტყვით გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე, ვინაიდან ასეთ დროს მთლიანად მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. აპელანტის განმარტებით სწორედ სადავო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შეტანილი იქნა განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და ფინანსთა სამისნიტროს საგამოძიებო სამსახურში. აპელანტის განმარტებით მისი როგორც კრედიტორის უფლება დადაგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით.

 

3.1.2. აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის, კერძოდ, დაავიწროვა მისი განმარტება, რასაც საქმეზე არასწორი შედეგის დადგომა მოჰყვა.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ ვალდებულება შეიძლება ჩაითვალოს მოთხოვნად, ამასტან ამავე კოდექსის 317-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებია: ხელშეკრულება, დელიქტი, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება და სხვა. აპელანტის აზრით სსკ-ის 142-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ნებისმიერი ვალდებულების მიმართ, რომელიც დასტურდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოქმედებს ათ წლიანი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ნორმით გათვალისწინებული ქცევის წესი მხოლოდ მიკუთვნებითი მოთხოვნების აღსრულების ვადამდე დაევიწროვებინა. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ 13.02.2015 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან, რომლითაც მოსარჩელის მიმართ განისაზღვრა მისი როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორის უფლება მას სსკ-ის 142-ე მუხლის შესაბამისად გააჩნია 10 წლიანი ვადა გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის უფლების რეალიზაციისთვის.

 

3.1.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ კანონმდებელს არ აქვს შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც იპოთეკას ხანდაზმულობა გააუქმებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტი მიიჩნევს, რომ იპოთეკის გაუქმების ნაწილში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი წინაპირობა.

 

3.1.4. აპელანტი სადავოდ ხდის ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს 26.12.2018 წლის განჩინებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ. აპელანტი მიიჩნევს, რომ მას არ მიეცა საკმარისი დრო მოსამზადებლად, აპელანტის აზრით გათვალისწინებით იმისა, რომ მოსამზადებელი სხდომა სასამართლომ მთავარ სხდომაში გადაზარდა დაირღვა მისი უფლება შეჯიბრებითობაზე და თანასწორობაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2013 წლის 23 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 23.07.2013 წელს ერთი მხრივ დ----- მ----–---------ს (გამყიდველი) და მეორე მხრივ შ------ შ----–ი რ-----ს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც გამყიდველმა, უკან გამოსყიდვის უფლებით, მყიდველს მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ნივთები, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7----------- ნასყიდობის საგნის საერთო ფასი განისაზღვრა - 160 000 აშშ დოლარით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შ------ შ----–ი რ-----ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ზემოთ მითითებული უძრავი ნივთების მესაკუთრედ.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები), ბათილად იქნა ცნობილი დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის 2013 წლის 23 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით და დადგინდა მოსარჩელე დ----- მ----–--------ის სახელზე შემდეგი უძრავი ნივთების საკუთრებად აღრიცხვა: 1. ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0----------------------; 2. მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------.

 

ამავე გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა 2013 წლის 23 ივლისის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად დ----- მ----–---------სა და შ------ შ----–ი რ-----ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი შემდეგი პირობებით:

- ხელშეკრულების დადების თარიღი - 2013 წლის 23 ივლისი; ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - ”გამსესხებელი” - შ------ შ----–ი რ-----; ”მსესხებელი” - ”დ----- მ----–---------”; სესხის ოდენობა - 160 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 3 თვე; შეთანხმებული პროცენტის ოდენობა - 16 000 აშშ დოლარი; მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება - კრედიტორის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნების: ქ-------–-----------------------------------, საკადასტრო კოდი: 0---------------------- და მმ–--------------–---------------–--------------, საკადასტრო კოდი: 7-----------, რეალიზაცია.

 

- აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 02.04.2015 წელს, სააღსრულებო ფურცელი კი 27.05.2015 წელს გაიცა.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2015 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ნივთების მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7----------- მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დ----- მ----–--------- აღირიცხა. ამავე გადაწყვეტილებით უძრავ ნივთებზე დარეგისტრირდა შ------ შ----–ი რ-----ის იპოთეკის უფლება.

 

- უძრავი ნივთის, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0----------------------, მესაკუთრეს წარმოადგენს - პ------ მ----–---------, ხოლო უძრავი ქონების, მდებარე: მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 7-----------, მესაკუთრეს, კი წარმოადგენს - ბ------- მ-----–-----.

 

- 21.06.2017 წელს შ------ შ----–ი რ-----სა (მოთხოვნის დამთმობი) და ქ-–--- შ----– შ------ს (ახალი კრედიტორი) შორის დაიდო ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოთხოვნის დამთმობმა ახალ კრედიტორს დაუთმო მოთხოვნები, რომლებიც მას ჰქონდა მოვალე - დ----- მ----–--------ის მიმართ.

 

- ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთებზე, მდებარე: ქ-------–-----------------------------------, ს/კ 0---------------------- და მ–--------------–---------------–--------------, ს/კ 72.06.09.610 საჯარო რეესტრში ქ-–--- შ----– შ------ს იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა.

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი სპეციალისტის 2018 წლის 07 ივნისის №2------ პასუხის თანახმად, 2013 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით, მიმდინარე და განხილვაში/წარმოებაში არსებულ საქმეთა შორის, სამოქალაქო საქმე, სადაც შ------ შ----–ი რ-----ი ან/და ქ-–--- შ----–ი შ------ არის თავდაპირველი მოსარჩელე, დ----- მ----–--------- - თავდაპირველი მოპასუხე, რეგისტრირებული არ არის.

 

4.1.1.1. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ხანდაზმულობის საფუძვლით 23.07.2013 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებას მოითხოვს. ასეთ ვითარებაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ფაქტი, მასზედ, რომ მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

 

4.1.1.2. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარემ 23.07.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების საფუძვლად თავად ამ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შინაარსზე (რაც თავის მხრივ 13.02.2015 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018 წლის წერილზე მიუთითა, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 06 ივნისის ჩათვლით მიმდინარე და განხილვაში/წარმოებაში არსებულ საქმეთა შორის, სამოქალაქო საქმე, სადაც სარამ შ----–ი რ-----ი ან/და ქ-–--- შ----–ი შ------ არის თავდაპირველი მოსარჩელე, დ----- მ----–--------- -თავდაპირველი მოპასუხე, რეგისტრირებული არ არის. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარემ 23.07.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც თავის მხრივ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარებული იქნა 13.02.2015 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით, მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების საწინააღმდეგოდ, ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების დაცვის მიზნით სხვადასხვა ორგანოებისთვის მიმართვაზე და სასამართლოს მიერ 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით 23.07.2013 წლის ხელშეკრულების სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებად აღიარების საფუძველზე ამ გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნის 10 წლიანი უფლების მოპოვებაზე მიუთითა.

 

4.1.1.3. სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

დასახელებული ნორმის თანახმად იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნის დადასტურება ხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაშინ ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინაც კი, თუ ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მაგალითად, თუ სახელშეკრულებო მოთხოვნის თაობაზე დავა დასრულდა სასამართლოს საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნა, მაშინ ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იქნება 10 წელი, ნაცვლად სამი (სახელშეკრულებო მოთხოვნა, რომელიც არ არის უძრავ ნივთებთან დაკავშირებით (129 I)) ან ექვსი (უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნის შემთხვევაში (129 I)) წლისა. (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა)

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ განჩინებაში სსკ-ის142-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (იხ. 13.04.2017წ. განჩინება საქმეზე #ას-7-7-2017)

 

ამდენად, მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმის რეგულირების ფარგლებში ექცევა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული, აღიარებული მოთხოვნა, რომელიც მხარეს კონკრეტული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე გააჩნია. სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი რა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, სასამართლომ მხარეებს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების სამართალურთიერთობა აღიარა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ სასამართლოს 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით, გარდა მოდავე მხარეებს შორის კონკრეტული პირობებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების სამართალ ურთიერთობის აღიარებისა, ხელშეკრულების კრედიტორის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის მოთხოვნის უფლების დადასტურებაზე არ უმსჯელია, ანუ, 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა მხოლოდ მხარეების სასესხო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი, იმ ფაქტის დადასტურების გარეშე, რომ მოვალეს კრედიტორის მიმართ შეუსრულებელი აქვს ამ გარიგებით ნაკისრი ვალდებულება და მას გარიგებაში მითითებული პირობებით ხელშეკრულების კრედიტორის მიმართ მოთხოვნის უფლება გააჩნია. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ სასამართლომ 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი ამ ხელშეკრულების მსესხებლის (მოვალის) სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე აღიარა, ნიშანდობლივია კიდევ ერთხელ აღინიშნოს ისიც, რომ დასახელებული სამართალწარმოების ფარგლებში გარიგების საფუძველზე არსებული უფლება-მოვალეობების განხორცილება სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა, კერძოდ, მოპასუხე აპელანტის მხრიდან არც 13.02.2015 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულა და არც შეგებებული ან/და დამოუკიდებელი სარჩელი ყოფილა წარდგენილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მხრიდან სადავო არ გამხდარა, პირიქით, მან არაერთხელ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით აღიარებული ხელშეკრულებით მოპოვებული უფლების რეალიზაციისთვის მოპასუხის მხრიდან მისი ნებაყოფლობით შეუსრულებლობისას, მას სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა სჭირდება. შესაბამისად, აღნიშული წარმოების ფარგლებში სასამართლოს მიერ ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართ შეუსრულებელი მოთხოვნის დადასტურება არ მომხდარა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 23.07.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე აპელანტის მოთხოვნა სსკ-142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ფარგლებში ვერ ექცევა, რადგან როგორც უკვე აღინიშნა 13.02.2015 წლის გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა არა 23.07.2015წ. გარიგებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნის უფლება, არამედ 23.07.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა მისი თვალთმაქცურობის საფუძვლით და მხარეთა შორის კონკრეტული პირობებით სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რაც 13.02.2015 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი სამართალწარმოების გარეშე მოპასუხე აპელანტის უფლების რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების ხაზგასმაც, რომ მხარეებს შორის დავას იწვევს 23.07.2013წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაც. (მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 23.07.2013წ. ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებული აქვს ვალდებულების ნაწილი, რასაც არ ეთანხმება მოწინაღმდეგე მხარე) საბოლოოდ, გათვალისწინებით იმისა, რომ 13.02.2015 წლის გადაწყვეტილების მიღებისას მოპასუხე აპელანტის მოთხოვნის არ არსებობის გათვალისწინებით სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა ამ გადაწყვეტილებით აღიარებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე აპელანტის მოთხოვნის უფლება, უფრო მეტიც, მხარეებს შორის დავას იწვევს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, ანუ 23.07.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე აპელანტის უფლება სსკ-142-ე მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების ფარგლებში არ ექცევა.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველ ნაწილთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ დასახელებული ნორმის ფარგლებში ექცევა სადავო შემთხვევა და მან 13.02.2015 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე 23.07.2013 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა მოიპოვა.

 

სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ კანონის განმარტება კანონის ბუნდოვანი ადგილების დაზუსტებას და ტექსტის მნიშვნელობის დადგენას გულისხმობს, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესებით პრობლემის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. კანონის ინტერპრეტაციის არსი, კანონის ტექსტის საფუძველზე კანონის აზრისა და მიზნის დადგენაა, რაც სამართლის განვითარების ერთ-ერთი მნიშვენლოვანი საფუძველია. კანონის ინტერპრეტაციის აუცილებლობას კანონში არსებული ხარვეზი განაპირობებს. ასეთი ვითარება მაშინაა როდესაც კანონი პირდაპირ არ იძლევა პასუხს ამა თუ იმ საკითხზე და სასამართლო ხარვეზიანი ნორმის კანონის ტექსტისა და სამართლის ძირითად პრინციპების შეჯერებით ადგენს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დადგენაც კანონმდებელს სურდა - კანონმდებლის მიზანი.

 

ამასთან, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. იმპერატიული ნორმები ასახავენ კანონმდებლის მიდგომას კონკრეტული ქცევის მიზანსა და მიზანშეწონილობაზე. მართლმსაჯულება კანონმდებლის განზრახვას ვერ გასცდება მაშინაც კი, როდესაც კანონმდებლის მიერ სამართლის ნორმის შინაარსის დაკონკრეტებისა და ლეგიტიმური ცვლილებებისათვის კანონში ღია სივრცეა დატოვებული. იმპერატიული ნორმების დადგენის შემთხვევაში კანონმდებელი ქცევის მხოლოდ ამ სახით განხორციელების სავალდებულოობას ადგენს და მათ არსებობას, როგორც წესი, სხვა ზოგადსამართლებრივ პრინციპებთან ერთად საფუძვლად უდევს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და კერძო სფეროში ნდობის დაცვის პრინციპი.

 

სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ათ წლიანი ვადის გავრცელება იმპერატიული დანაწესია, შესაბამისად გადაწყვეტილებით მხარის კონკრეტული მოთხოვნის უფლების დაუდასტურებლობა კანონით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს - მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ათ წლიანი ვადის გავრცელებას ვერ წარმოშობს.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებიდანაც (იხ.ტ.1.ს.ფ. 157-159) ირკვევა, რომ მოპასუხე აპელანტის უფლებრივმა წინამორბედმა ი-- ლ----ს, დ----- მ----–--------ის და სხვათა მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით 23.06.2016 წელს მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა. საგულისხმოა აღინიშნოს ის უდავო გარემოება, რომ კანონით გათვალისწინებულ ექვსი თვის ვადაში მოპასუხე აპელანტს დ----- მ----–--------ის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოსთვის აღარ მიუმართვს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე აპელანტის ვერც იმ მითითებას, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის მიმართვით შეწყდა. აღნიშნული მიზნით მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია მისი წარმომადგენლის მიერ 28.01.2014 წელს იუსტიციის მინისტრის სახელზე შედგენილი განცხადება ნოტარიუს ნ----- გ--------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 25.12.2015წ. წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოპასუხე აპელანტის უფლებრივ წინამორბედს მისი გაცხადების საფუძველზე ეცნობა, რომ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებაზე სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ი-- „ლ----სა“ და სხვათა მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც დაკავშირებულია 2013 წლის 15 ივნისს ნოტარიუს ნ----- გ--------ის სანოტარო ბიუროში განმცხადებელს და სხვადასხვა პირებს შორის უძრავ ქონებებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებთან, გამოძიება დასრულებული არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დაადასტურეს ფაქტი მასზედ, რომ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც უკვე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის განხილული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებული არ არის. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მტკიცებულება, რომელიც სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან უფლების დასაცავად საამისოდ უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის ფაქტს დაადასტურებდა და რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის კონტექსტში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას გამოიწვევდა.

 

4.1.3. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას უძრავ ნივთებზე მისი იპოთეკის უფლების გაუქმებაზე, ამ მიმართებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქცევის წესზე, კერძოდ, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. წინამდებარე განჩინებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 23.07.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე აპელანტის მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ ხანდაზმულია, რაც იპოთეკის, როგორც ძირითადი უფლების აქცესორული უფლების ხანდაზმულობასაც იწვევს. მართალია, ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნის უფლებას არ აუქმებს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც მოთხოვნის უფლების ხანდაზმულად გამოცხადება მოთხოვნის ადრესატის სარჩელის საფუძველზე ხდება, აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოთხოვნის ადრესატს ვალდებულების შესრულების ნება-სურვილი არათუ გააჩნია, პირიქით, ამ ვალდებულების შესრულების გათავისუფლების საფუძველს ქმნის. ამდენად, მოთხოვნის ადრესატის სარჩელის საფუძველზე იმ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულია იპოთეკა, ამ უფლების ხანდაზმულად აღიარების და მისი გაუქმების საკმარისი საფუძველია, რადგან ძირითადი მოთხოვნის განუხორციელებლობის გათვალისწინებით, აღარ არსებობს მისი შენარჩუნების საფუძველი.

 

4.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხაარები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა მისი უფლება სარჩელის წინააღმდეგ წარედგინა კონკრეტული მტკიცებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 26.12.2018 წლის სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში მხარე ზოგადად უთითებდა, რომ მას სარჩელის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა, საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან არც იმ ეტაპზე და არც საქმის წარმოების სხვა ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომ სხვადასხვა ორგანოების მიმართვის ან სხვა საშუალებით, რომელიც დამატებით დროს მოითხოვდა ის სარჩელის წინააღმდეგ წარსადგენ მტკიცებულებებს აგროვებდა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე აპელანტის იმ მსჯელობას, რომ აღნიშნული განჩინების მიღებით მას სარჩელისგან თავის დაცვის შესაძლებლობა წაერთვა, რადგან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხე აპელანტის წარმომადგენლისთვის ჯერ კიდევ 26.09.2018 წელს ცნობილი იყო მისი მარწმუნებლის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შესახებ, მიუხედავად ამისა, მისთვის გზავნილის ჩაბარებას პოლიციის ჩართულობა დასჭირდა, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 10.12.2018 წლის განჩინებით მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას შესაგებლის წარსადგენად საპროცესო ვადა 10 დღით გაუგრძელდა. მართალია, მიუხედავად სასამართლოს მხრიდან მცდელობისა 26.12.2018წ. სხდომამდე ამ განჩინების მხარისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა მას შეეძლო მისი განცხადების შედეგი სასამართლოსთან კომუნიკაციის ფარგლებში თავადაც გაერკვია და აღნიშნული ვადა, რაც ორ კვირაზე მეტ დროს მოიცავდა სარჩელისგან თავის დაცვის საშუალებები შეეგროვებინა. პალატა კიდევ ერთხელ შენიშნავს, რომ აპელანტს (მოპასუხეს), თუკი მას, როგორც თავად მიიჩნევს, წაერთვა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას გარკვეული მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, ფაქტია, რომ მისი მხრიდან ასეთი მტკიცებულებები არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ წარმოუდგენია, იმის საილუსტრაციოდ, რომ მხარეს მტკიცებულებები გააჩნდა, თუმცა მას არ მიეცა მათი სასამართლოსათვის წარდგენის შესაძლებლობა, შესაბამისად პალატა აპელანტის ამ პრეტენზიას არადამაჯერებლად მიიჩნევს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ-–--- შ----– შ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /