1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.
2. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.
3. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1689)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 1689-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-563-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2026
ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სასამართლომ დააყრდნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, მე-8 და 91-ე მუხლებს და გ.დ–ის არაკეთილსინდისიერი და ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნია მისი ზეპირი განმარტება - ის არ არის ქველმოქმედი და უძრავ ქონებას იმის გამო ყიდულობს, რომ დარჩეს მას.
საქმე №ას-1259-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2026
…მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია. ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.), მე-8 მუხლის მე-3 (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.) და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილების…
საქმე №ას-458-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
…წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. 7. სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
საქმე №ბს-786(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2026
…მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმე №ას-283-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება შეცილების ადრესატის მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის, ასევე, შეცდომის არსებითობის ( სსკ-ის 73-ე მუხლის ფარგლებში მხარე…
საქმე №ას-7-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.06.2026
საქმე №ას-976-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
საქმე №ას-1457-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
საქმე №ას-900-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2026
საქმე №ას-1079-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
საქმე №ას-1246-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
საქმე №ბს-353(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.05.2026
საქმე №ბს-329(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2026
საქმე №ას-1506-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
საქმე №ას-120-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
საქმე №ბს-1096(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2026
საქმე №ას-1592-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქმე №ას-1592-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2026
საქმე №ას-1051-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
საქმე №ას-1550-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
საქმე №ას-614-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
საქმე №ბს-1138(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-186-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-113-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ბს-1132(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
საქმე №ას-1483-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2026
საქმე №ბს-49(გ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2026
საქმე №ას-1316-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.02.2026
საქმე №ას-1011-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
საქმე №ას-884-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
საქმე №ბს-966(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.02.2026
საქმე №ას-866-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
საქმე №ას-1034-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
საქმე №ას-1157-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ას-1125-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
საქმე №ბს-537(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
საქმე №ას-1047-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
საქმე №ას-677-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1689-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
საჯარო-სამართლებრივი უფლების ამგვარად რეალიზაცია წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესთან, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-7, მე-8 მუხლებით, ასევე, საგადასახადო კოდექსის 21-ე, 29-ე, 201-ე და 202-ე მუხლებით. ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, მიიჩნია, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი უთანაბრდება უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას, რომელიც თავის მხრივ ითვლება საწარმოდ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 8, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-8/