1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(588)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 588-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-629-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2026
კასატორის მტკიცებით, საჯარო გზასთან კავშირის დაკარგვა მოსარჩელის თვითნებური მოქმედებით არ მომხდარა და სახეზეა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მორიგების პირობაზე რომლის…
საქმე №ას-1553-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2026
რაკი, სადავოა აუცილებელი გზის უფლების დადგენა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 180.1 მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
საქმე №ას-633-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2026
სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 180-ე მუხლიდან გამომდინარე, განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო სივრცესთან ჯეროვანი კავშირის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე გარემოება საქმის არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადგენილა.
საქმე №ას-1242-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
სააპელაციო პალატამ აუცილებელი გზის უზრუნველყოფის საჭიროების დასადგენად მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი და განმარტა, რომ საქმის მასალებით უტყუარად მტკიცდებოდა, რომ სადავო ქონება, ფაქტობრივად, საჯარო გზას ემიჯნებოდა და ამ გზიდან შენობაში მოხვედრა სარდაფის სართულზე არსებული შესასვლელი კარის ღიობითა იყო შესაძლებელი.
საქმე №ას-1427-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
მოსარჩელეს სსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მისი საკუთრების ჯეროვანი გამოყენების ერთადერთი საშუალებაა.
საქმე №ბს-81(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2026
საქმე №ას-132-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
საქმე №ას-261-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
საქმე №ას-572-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
საქმე №ას-893-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
საქმე №ბს-1264(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
საქმე №ას-784-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
საქმე №ას-199-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
საქმე №ას-894-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
საქმე №ას-717-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საქმე №ას-481-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
საქმე №ას-1103-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
საქმე №ას-171-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
საქმე №ბს-1317(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
საქმე №ას-1036-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
საქმე №ბს-433(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
საქმე №ას-752-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2025
საქმე №ას-1181-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
საქმე №ას-525-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2025
საქმე №ას-591-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
საქმე №ას-283-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-149-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საქმე №ას-570-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2025
საქმე №ბს-670(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2025
საქმე №ბს-488(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
საქმე №ბს-97(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
საქმე №ბს-182(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2025
საქმე №ბს-278(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2025
საქმე №ბს-484(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2025
საქმე №ას-674-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
საქმე №ას-1493-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
საქმე №ას-214-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2025
საქმე №ბს-160(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
საქმე №ას-1315-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
საქმე №ას-165-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 588-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 180, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-180/