1. პირს უფლება აქვს, გაეცნოს მასზე არსებულ პერსონალურ მონაცემებს და ჩანაწერებს, რომლებიც დაკავშირებულია მის ფინანსურ/ქონებრივ მდგომარეობასთან ან სხვა კერძო საკითხებთან, და მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც მოიცავს პერსონალურ მონაცემებს ან ჩანაწერებს მის შესახებ.
3. ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ იგი წარუდგენს იმ პირის წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია დაიცვას აღნიშნული მონაცემების, ინფორმაციის საიდუმლოება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5919 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(62)
საქმე №ას-903-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2025
…მათ რეალიზებას... პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საერთო სარგებლობის გზაზე სხვადასხვა ნივთების განთავსებით მოსარჩელეს ეზღუდება კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში მისვლის შესაძლებლობა. 5.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი…
საქმე №ბს-512(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
…რომელმაც განაპირობა კომპენსაციის 7 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრა ეფუძნებოდა მოსარჩელისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების დანაშაულად შერაცხვის შესაძლო რისკს, მოსარჩელეს ბრალად ედებოდა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა“ და,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენა, კერძოდ - გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის…
საქმე №ას-239-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
…გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.); სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (ნებისმიერი პირი ვალდებულია, წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა პირს გადასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები და ჩანაწერები, თუ…
საქმე №ბს-495(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2023
…თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით (საქმე №1/2567-15) ზ.ჭ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ზ.ჭ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. გამართლებულ ზ.ჭ-ას…
საქმე №ბს-721(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2021
…ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის განაჩენით, ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული…
საქმე №ას-1701-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
საქმე №ას-788-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2019