1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.
2. მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.
3. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს.
4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით.
5. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 137. განცხადება საბუთის სიყალბის შესახებ 1. მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე. 2. მხარე, რომლტკის მიერაც იყო წარდგენილი ასეთი საბუთი, ან რომლის შუამდგომლოებითაც ს წასამართლომ იდგი გაენ მოითხოვა, ვალდრებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. მას შეუძლია აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის გამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ების საფუძველზე. სასამარეთლო გამორიც თხაოვნის ამ სრაბუთრს მტკიცებულებიდან იმ პირობით, თუ მეორე მხარე არ არის ამის წინააღმდშეგი. თუკი მეორე მთხარვე წინვააღმდეგშია, სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნავოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებებსი. 3. თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას მტკიცებულებიდან გამორიცხავს. 4. წარდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ნამდვილობის შემოწმება შეიძლება სასამართლოს ინიციატივით. 5. თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(130)
- საქმე №ას-581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2025
…მან ვერ წარმოადგინა საწარმოს ცნობაზე მეტად მყარი და შემოსავლის მიღების ფაქტის დადგენაზე განკუთვნადი მტკიცებულება. ამასთან იგი უთითებდა საწარმოს ცნობის სიყალბის თაობაზე, რომელიც არ დასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით ( საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი). 5.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განცხადება, რომ მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, თავისთავად გულისხმობდა…
- საქმე №ას-1549-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
…ეს თანხა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხაა, რომელიც მოსარჩელეს არ მიეწოდა. 18. რაც შეეხება კასტორის პრეტენზიას, რომ დოკუმენტის ტექქსტი მოპასუხის მიერ არ არის შესრულებული და დადასტურებულია, სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების…
- საქმე №ას-124-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
…და მხოლოდ მას შემდგომ მივიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, როდესაც ექსპერტმა, კატეგორიული დასკვნით გააქარწყლა შესაგებლის პოზიცია ვალის აღიარების დოკუმენტზე მოპასუხის ხელმოწერის სიყალბის შესახებ. 18.7. პალატის განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137.1 მუხლით გათვალისწინებული მხარის შესაძლებლობა, სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი…
- საქმე №ას-1197-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.01.2025
…ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოდგენს, მისი დადება შესაძლებელია სანოტარო წესით დადასტურების გარეშეც. მტკიცებულება სადავოდ არ გამხდარა თავად ხელმომწერი პირების მიერ. ამასთან, თუ მხარე სადავოდ ხდის მტკიცებულებას, სსსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე მხარე აღჭურვილია უფლებით, დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს კონკრეტული მტკიცებულების შემოწმება, რომლის გადამოწმების შედეგადაც თუკი…
- საქმე №ას-376-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
…მოსამზადებელი სხდომა ჩაატარა, ხოლო 2023 წლის 27 მარტის მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში (იხ. წინამდებარე განჩინების 3.13. ქვეპუნქტი). 11. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 137-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისთვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რო9მ წარდგენილი…
- საქმე №ას-981-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.02.2024
- საქმე №ას-1160-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
- საქმე №ას-28-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №ა-5832-შ-148-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2023
- საქმე №ბს-751(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
- საქმე №ას-71-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ას-1180-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.05.2023
- საქმე №ას-1175-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-705-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
- საქმე №ას-249-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №ას-900-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2022
- საქმე №ბს-1306(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2021
- საქმე №ას-605-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2021
- საქმე №ას-88-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2020
- საქმე №ას-113-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
- საქმე №ას-1192-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2020
- საქმე №ას-381-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №ას-1867-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019
- საქმე №ას-1164-1084-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2019
- საქმე №ას-481-481-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2019
- საქმე №ას-126-126-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2019
- საქმე №ას-1224-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2018
- საქმე №ბს-708-708(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2018
- საქმე №ას-236-236-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.08.2018
- საქმე №ას-1003-924-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2017
- საქმე №ას-189-178-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2017
- საქმე №ას-455-427-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2017
- საქმე №ას-715-685-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2017
- საქმე №ას-664-635-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2017
- საქმე №ას-662-633-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2016
- საქმე №ას-177-170-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2016
- საქმე №ას-1245-1168-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ას-344-329-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2016
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 130-დან.