2. თუ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. სააგენტო უფლებამოსილია, განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე.

4. დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოსადგენად სააგენტოს მიერ განმცხადებლისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლებ