2. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, მხარდაჭერის მიმღები პირია.

3. არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს:

ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, წერილობითი ფორმით;

გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების თანდასწრებით გამოხატული თანხმობა უნდა დადასტურდეს ამ პირების ხელმოწერი