2. უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების ლათინურ ტრანსლიტერაციას.
4. წარდგინების საფუძველზე ან საქართველოს მოქალაქეობის საკუთარი ინიციატივით დაკარგვის საკითხის განხილვის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტები სააგენტოს მიერ განსახილველად მიღებულ იქნეს ქართულენოვანი თარგმანის, ასევე ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშ