(1) საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს:

(ა) მიიღოს, შეადგინოს და დაამოწმოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა განცხადებები;

(ბ) მიიღოს, შეადგინოს ან დაამოწმოს განცხადებები, რომლებიც დაკავშირებულია საანდერძო დანაკისრთან და სხვა სახის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეების ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ ცალმხრივ იურიდიულ გარიგებებს;

(გ) მოახდინოს ხელმოწერებისა და ბეჭდების ლეგალიზაცია წარმდგენი სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებზე გაცემულ დოკუმენტაციებსა და აქტებზე;

(დ) წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა მოთხოვნით მოახდინოს აქტებისა და დოკუმენტების ასლებისა და ამონაწერების ლეგალიზაცია;

(ე) უზრუნველყოს დოკუმენტაციის თარგმნა და თარგმანის სიზუსტის დამოწმება ორიგინალთან, ან წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნით მათი ლეგალიზაცია;

(ვ) უზრუნველყოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის დადებული კონტრაქტების გაფორმება და დამოწმება, თუ ეს არ გულისხმობს ქონებრივი უფლებების დაწესებას, გადაცემას ან გაფართოებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განლაგებულ უძრავ ქონებაზე;

(ზ) წარმდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, მოახდინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის გაცემა ან ლეგალიზაცია.

(2) ამ მუხლის (1) პუნქტში ჩამოთვლილი და საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შედგენილი, დამოწმებული და ლეგალიზებული დოკუმენტაცია ჩაითვლება ოფიციალურად მოქმედ დოკუმენტაციად და ექნება იგივე იურიდიული ძალა, რაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ შედგენილ, დამოწმებულ და ლეგალიზებულ დოკუმენტაცია