(1) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისა და წესების თანახმად, საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება წარადგინოს წარმდგენი სახელმწიფოს მოქალაქეები; ან მიიღოს შესაბამისი ზომები ამ პირების წარსადგენად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების წინაშე. მას შეუძლია მოითხოვოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებისა და წესების შესაბამისად, დროებითი ზომების გატარება იმ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომლებსაც დაუსწრებლობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლიათ დროულად უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
(2) მოცემული მუხლის (1) პუნქტში აღნიშნული წარდგენა მთავრდება, როდესაც ამგვარი წესით წარმოდგენილი პირი დანიშნავს თავის რწმუნებულს ან თავად უზრუნველყოფს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა