(1) საკონსულო დაწესებულების წევრის ფუნქციები შეწყდება:

(ა) წარმდგენი სახელმწიფოს მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მისი ფუნქციების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიწოდების შემდეგ;

(ბ) ეგზეკვატურის გაუქმების შემდეგ;

(გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ წარმდგენი სახელმწიფოსათვის იმის შესახებ შეტყობინების შემდეგ, რომ ადგილსამყოფელი სახელმწიფო მას აღარ განიხილავს საკონსულო დაწესებულების მუშაკად.

(2) ადგილსამყოფელ სახელმწიფოს, დიპლომატიური არხების საშუალებით, შეუძლია აცნობოს წარმდგენ სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულების მეთაურზე გაცემული ეგზეკვატურის გაუქმების შესახებ, ან საკონსულოს რომელიმე თანამდებობის პირის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ, ან იმის შესახებ, რომ საკონსულო დაწესებულების მუშაკი მისთვის მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში წარმდგენი სახელმწიფო გამოიწვევს აღნიშულ პირს, თუ იგი უკვე შეუდგა თავისი ფუნქციების შესრულებას. თუ წარმდგენი სახელმწიფო ვერ შეძლებს აღნიშნულის შესრულებას დადგენილ ვადაში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ეს პირი აღარ ჩათვალოს საკონსულო დაწესებულების მუშაკად.

თავი III

საკონსულო ფუნქციე