(1) საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს თავის ფუნქციებს საკონსულო ოლქის ფარგლებში. გამონაკლის შემთხვევებში, მას შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება საკონსულო ოლქის ფარგლებს გარეთაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.
(2) თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით საკონსულო თანამდებობის პირს აქვს უფლება, მიმართოს:
(ა) თავისი საკონსულო ოლქის კომპეტენტურ ადგილობრივ ხელისუფლებას;
(ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ცენტრალურ ხელისუფლებას, რამდენადაც ეს დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებითა და წესებით, ან მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები