როგორც კი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუნდაც დროებით, დაიწყებს თავისი ფუნქციების შესრულებას, მიმღებმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ საკონსულო ოლქის ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს საჭირო ზომების მიღება, რათა საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეძლოს თავისი თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება და ისარგებლოს წინამდებარე კონვენციის დებულებები